www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დანადგარის ოპერატორი
მომწოდებელი: შვიდი მითი
გამოქვეყნდა: 15 ივლისი / განცხადების ვადა: 15 აგვისტო

კომპანია "შვიდი მითი" 2009 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე, მისი სამუშაო სფერო რამდენიმე მიმართულებას მოიცავს: საკვები პროდუქტების შესაფუთი მასალების წარმოება. კომპანიას აქვს ვაკუუმ და თერმო შეფუთვების წარმოების საკუთარი საწარმო; კვების პროდუქტებისთვის საჭირო საკვები საღებავებისა და ინგრედიენტების წარმოება/რეალიზაცია; სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებების იმპორტი და რეალიზაცია; მანქანა-დანადგარებისა და სათადარიგო ნაწილების შემოტანა და რეალიზაცია. დღეს, კომპანია "შვიდი მითი" ასოცირდება სანდო, პროფესიონალებით დაკომპლექტებულ და წარმატებულ პარტნიორ კომპანიად.

"შვიდი მითი" თერმო და ვაკუუმ შეფუთვების საწარმოში აცხადებს ვაკანსიას: დანადგარის ოპერატორი

ძირითადი მოვალეობები:

** შესაფუთი მასალის გოფრირების დანადგართან მუშაობა და პროდუქციის გოფრირების სრული ციკლის წარმართვა;
** საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში მცირე, ტექნიკური სამუშაოების შესრულება;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
სამუშაოს სპეციფიკა და მოთხოვნები:
** სამუშაო გულისხმობს წინასწარი (ანაზღაურებად) სწავლების პერიოდს. იგულისხმება მაგოფრირებელი აპარატის გამოყენებისა და გოფრირების პროცესის შესახებ სწავლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია. მაგოფრირებელ დანადგარზე და/ან სხვა საწარმოო დანადგარზე მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს მიენიჭებათ უპირატესობა;
** ფიზიკურად შრომისუნარიანი;
** პუნქტუალური, დისციპლინირებული, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით.
** დიდ დიღომში და მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებელ კანდიდატებს მიენიჭებათ უპირატესობა

სამუშაო განაკვეთი:

** სრული - კვირაში ხუთი დღე (ორშაბათი-პარასკევი)
** სამუშაო საათები: 09:00 - 18:00

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) ან წერილი თქვენი სამუშაო გამოცდილებისა და საკონტაქტო მონაცემების მითითებით, გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე hr@shvidimeat.com

სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: დანადგარის ოპერატორი

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე)
"შვიდ მითში" თქვენი პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: http://shvidimeat.com/ge/



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |