www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სერვისის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: საქართველოს ფოსტა
გამოქვეყნდა: 15 ივლისი / განცხადების ვადა: 15 აგვისტო

შპს "საქართველოს ფოსტა" აცხადებს ვაკანსიას სერვისის ადმინისტრატორის თანამდებობაზე ბათუმში.

ანაზღაურება - 400 ლარი.

ძირითადი მოვალეობები:

** სერვისცენტრის მომხმარებლების მომსახურება, კერძოდ მომხმარებელთა მოთხოვნის იდენტიფიცირება და საჭიროებისამებრ გადამისამართება;
** პროდუქტებსა და მომსახურებაზე ინფორმაციის მიწოდება;
** საფოსტო ბარათების, მარკებისა და კონვერტების გაყიდვა.
** მომხმარებელთა კონსულტაცია გზავნილის დამისამართებასა და თანმხლები დოკუმენტების შევსებისას.
** მომხმარებლებისაგან სხვადასხვა ტიპის განცხადებების მიღება;
** მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია 3 თვიანი სამუშაო გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას;
** ქართული ენის ცოდნა;
** რუსული ან/და ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე
** MS პროგრამების ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გამართულად მეტყველება;
** გუნდური მუშაობა.

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს:

** ინდივიდუალური გასაუბრება;
** მოსამზადებელი ეტაპი 2 კვირა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ან CV შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge. გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - სერვის ადმინისტრატორი - ბათუმში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |