www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მთავარი არქიტექტორის დამხმარე
მომწოდებელი: Saxon Management Services
გამოქვეყნდა: 15 ივლისი / განცხადების ვადა: 15 აგვისტო

საერთაშორისო საპროექტო კომპანია "Saxon Management Services", რომელიც საქართველოში არსებობს 2013 წლიდან, აცხადებს ვაკანსიას მთავარი არქიტექტორის დამხმარის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** უცხო ქვეყნისა და ადგილობრივ პროექტებზე მუშაობა თანამედროვე/უახლესი გრაფიკული დიზაინის პროგრამებში გამოცდილ და ძლიერ გუნდთან ერთად
** მთავარი არქიტექტორის დახმარება მიმდინარე და ახალ პროექტებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სტუდენტი ან უმაღლესი განათლება ამ მიმართულებებით
** არ არის სავალდებულო სამუშაო გამოცდილება, გამოცდილებას ჩვენთან შეიძენს და შრომის უნარის ეფექტური გამოვლინების შემთხვევაში მოხდება შესაბამისი დაწინაურებები.

აუცილებელი უნარები:

** პროგრამების AutoCad/ArchiCad/3Ds Max-ის საბაზისო ცოდნა
** ინგლისური ან რუსული ენების ცოდნა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** მოწესრიგებული
** ყურადღებიანი და დეტალების მიმართ ორიენტირებული
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი
** შრომისუნარიანი და მიზანდასახული.

ჩვენ გთავაზობთ:

** სამუშაო განაკვეთი: სრული
** გამოსაცდელი ვადა: 1 თვე (ანაზღაურებადი)
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** საუკეთესო სამუშაო გარემოს
** პროფესიული განვითარების და დაწინაურების პერსპექტივებს
** სახელფასო განაკვეთი განისაზღვრება 800-1500 ლარით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე: info@saxon.com. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "უმცროსი არქიტექტორი", წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |