მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით.
საყოველთაო რანჟირების შედეგად პურის წარმოება, საკონდიტრო ნაწარმის შენახვა-წარმოება. შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია- მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 -საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.
შპს "ვასაძის პური" - საკონდიტრო "სანდომი" აცხადებს ვაკანსიას დაცვის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ს.ფონიჭალა
განაკვეთი: სრული
სამუშაო დღეები: ყოველი მესამე დღე.
ანაზღაურება: ერთი მორიგეობა 40 ლარი.
ძირითადი მოვალეობები:
** მატერიალური ფასეულობების დაკარგვის ან დაზიანების აღკვეთის მიზნით მუდმივი დაკვირვებისა და კონტროლის წარმოება.
** ობიექტზე უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველყოფა.
** ობიექტზე ვიზიტორების კონტროლი და რეგისტრაცია.
** ნებისმიერ კანონდარღვევაზე მყისიერი რეაგირება.
ძირითადი მოთხოვნები: 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს თანამდებობაზე;
პიროვნული თვისებები:
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი.
** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კონფლიქტური სიტუაციების გადალახვის უნარი.
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზე sandomi.hr@gmail.com და აუცილებლად საგანში მიუთითეთ ვაკანსიის დასახლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანსია არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.