www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სათადარიგო ნაწილებისა და სერვისის აღრიცხვის ოპერატორი
მომწოდებელი: ავტოტექნო
გამოქვეყნდა: 15 ივლისი / განცხადების ვადა: 15 აგვისტო

შპს "ავტოტექნო" წარმოადგენს სატვირთო ავტომობილების და სამშენებლო ტექნიკის მომწოდებელ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2016 წელს. სპეციალიზებულია სამი მიმართულებით:

** წამყვანი ჩინური ბრენდების (Sinotruk Howo; SHANTUI) ავტომობილების, ბულდოზერების, ექსკავატორების, თვითმცლელების და სხვა ტიპის ტექნიკის იმპორტი და რეალიზაცია;
** არსებული ბრენდების სათადარიგო ნაწილების რეალიზაცია;
** გაყიდული ტექნიკის საგარანტიო და გარანტიის შემდგომი მომსახურება, მიმდინარე ტექნიკური სერვისი.

კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი ბიზნეს ერთეულია სატვირთო ავტომობილებისა და სათადარიგო ნაწილების მაღაზია, რომელიც მდებარეობს ქალაქ რუსთავში.

გაფართოებასთან დაკავშირებით ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს!

გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას!

ვაკანსია: სათადარიგო ნაწილებისა და სერვისის აღრიცხვის ოპერატორი

ადგილმდებარეობა: ქალაქი რუსთავი
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი)
10:00 - 14:00 (შაბათი)
ანაზღაურება: 800 - 1200 (დარიცხული)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ავტო-სერვისისთვის საჭირო დროის ხანგრძლივობისა და ფასების შესახებ პირველადი ინფორმაციის მიწოდება;
** მომხმარებლის პროგრამულად დარეგისტრირება;
** სერვისში არსებული პროცესების პროგრამული ასახვა;
** გაყიდვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და პროგრამაში ასახვა;
** პოზიციასთან დაკავშირებულია სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასურველია);
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel, MS Outlook, MS Word).

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერულ წინსვლას;
** გრძელვადიან თანამშრომლობას.

** კონკურსის ეტაპები:

** შესარჩევი სიის მომზადება;
** გასაუბრება ადამიანური რესურსების მენეჯერთან;
** გასაუბრება გენერალურ დირექტორთან.

გთხოვთ, დაინტერესებულ პირებს გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@autotechno.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "სათადარიგო ნაწილებისა და სერვისის აღრიცხვის ოპერატორი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |