"პრომეთეს სკოლა-ლიცეუმი" აცხადებს უსაფრთხოების ოფიცრის (მანდატურის) ვაკანსიას
სამუშაო საათები: 08:00 - 16:00
სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი (სრული დატვირთვა)
შაბათი - მორიგეობით
მისამართი: ქ. თბილისი, მუხიანის მე-4 ბ მიკრო
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** ბავშვებთან პოზიტიური კომუნიკაციის უნარი
** სკოლაში მუშაობის გამოცდილება
** მანდატურად მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელურობა
** პრობლემების გადაჭრის უნარი
** დეტალებზე ორიენტირება
** პუნქტუალურობა
** ბავშვების სიყვარული
უსაფრთხოების ოფიცერი ვალდებულია:
** უზრუნველყოს სკოლა-ლიცეუმის ტერიტორიაზე, მოსწავლეთა და თანამშრომელთა უსაფრთხოება სასწავლო პროცესის მიმდინარეობის პერიოდში;
** დირექციისა და ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, არ დაუშვას უცხო პირთა ყოფნა სკოლა-ლიცეუმის ტერიტორიაზე;
** მეორე დღის უსაფრთხოების ოფიცერთან შეთანხმებით, სამუშაო საათებში მუდმივად იმყოფებოდეს სკოლის ფოიეში და თვალს ადევნებდეს კამერების ჩანაწერებს, მაშინ როდესაც მეორე დღის უსაფრთხოების ოფიცერი ახორციელებს მონიტორინგს სკოლის შენობაში ეზოში და მიმდებარე ტერიტორიაზე;
** მოახდინოს კონფლიქტური სიტუაციების პრევენცია და მათი განმუხტვა. ხოლო, სკოლა-ლიცეუმის ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს დირექტორს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში 112-ს;
** განახორციელოს სპს "ნუნუ ბეიტრიშვილი პრომეთეს" უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების შესაბამისი უფლებამოსილებები;
თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და მზად ხართ ჩამოთვლილი ვალდებულებების შესასრულებლად, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ფოტო სურათით hr@promete.ge -ზე.
გამოგზავნილი ინფორმაცია გადამუშავდება და გასაუბრებისთვის შერჩევის შემთხვევაში დაგიკავშირდებით