www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: სამედიცინო ლაბორატორია სინევო
გამოქვეყნდა: 15 ივლისი / განცხადების ვადა: 15 აგვისტო

ევროპული სამედიცინო ლაბორატორია სინევო აცხადებს ვაკანსიას მედდის პოზიციაზე ქუთაისსა და რუსთავში.

ძირითადი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები:

** პაციენტებიდან სხვადასხვა ბიოლოგიური მასალის აღება.
** პაციენტებთან და ექიმებთან ურთიერთობის დამყარება ნებისმიერ ლაბორატორიულ საკითხთან დაკავშირებით.
** ლაბორატორიის კომპიუტერიზებულ სისტემაში მონაცემთა შეყვანა.
** ლაბორატორიის მიმღებში ფინანსური აქტივობებისა და მონაცემთა დამუშავება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამედიცინო განათლება
** პაციენტებთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** ვაკუტაინერული სისტემით სისხლის აღების გამოცდილება
** უპირატესობა ენიჭება კლინიკური ლაბორატორიის სფეროში გამოცდილების მქონეს.
** სასურველის რუსული ან ინგლისური ენის კარგი ცოდნა
** თანამშრომლებთან კარგი კომუნიკაციისა და ორგანიზატორული უნარ-ჩვევების მაღალი დონე

სამუშაო განაკვეთი: კვირაში 6 სამუშაო დღე.

დაინტერესებულ პირებს, რომელთა კვალიფიკაცია შეესაბამება ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ქართულ ენაზე, 2022 წლის 15 აგვისტომდე მეილებზე: vacancy@synevo.ge და k.burnadze@synevo.ge და გთხოვთ სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

"სინევო" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

"სინევოში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "სინევოს" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |