www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების წარმომადგენელი
მომწოდებელი: მედკაპიტალი
გამოქვეყნდა: 18 ივლისი / განცხადების ვადა: 14 აგვისტო

"მედკაპიტალი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების წარმომადგენლის თანამდებობაზე.

ანაზღაურება: გამომუშავების შესაბამისად, ფიქსირებულს + ბონუსი;
სამუშაო გრაფიკი: თავისუფალი;
ადგილმდებარეობა: თბილისი.

კომპანიის შესახებ:

შპს "მედკაპიტალი" 2012 წლიდან წარმატებით ახორციელებს თავის საქმიანობას ჯანდაცვის სფეროში, კერძოდ, საოჯახო მედიცინის დარგში და პაციენტებს სთავაზობს მაღალი ხარისხის ამბულატორიულ მომსახურებას. კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 450 თანამშრომელი და დარეგისტრირებულია 140 000 ბენეფიციარი.

სამუშაოს მოკლე აღწერა:

** პოტენციური კლიენტის მოძიება და მისთვის კლინიკის სერვისების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება;
** მუდმივი უკუკავშირი და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამართულად წერის და მეტყველების უნარი;
** ლოგიკური მსჯელობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის დამყარების უნარი;
** ინფორმაციის მოძიების უნარი;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სამედიცინო მიმართულებით);
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა სასურველია.

სხვა უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს, გამოგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: HR@Medcapital.ge, 2022 წლის 14 აგვისტოს ჩათვლით. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ათი სამუშაო დღის განმავლობაში.

წარმატებას გისურვებთ!

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

"მედკაპიტალი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |