www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მდგრადობის საზაფხულო სკოლა
მომწოდებელი: კორპორაციული მდგრადობის აკადემია
გამოქვეყნდა: 18 ივლისი / განცხადების ვადა: 23 აგვისტო

"გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის კორპორაციული მდგრადობის აკადემია" აცხადებს მიღებას მდგრადობის საზაფხულო სკოლაში.

საზაფხულო სკოლა გაიმართება 2022 წლის 5-9 სექტემბერს ბათუმში. მონაწილეობა სრულად დაფინანსებულია შვედეთის მთავრობის მიერ პროექტის ფარგლებში "ლიდერობა მდგრადი განვითარებისთვის საქართველოში".

აკადემიის შესახებ

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა კორპორაციული მდგრადობის აკადემია 2020 წელს დააარსა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC) პარტნიორობით და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით. აკადემიის მიზანია კორპორაციული მდგრადობის სტანდარტების, მათი დანერგვის მექანიზმებისა თუ საუკეთესო პრაქტიკის შესახებ დაინტერესებული მხარეების ცნობიერების ამაღლება.

საზაფხულო სკოლის შესახებ

მდგრადობის საზაფხულო სკოლას უძღვებიან მაღალკვალიფიციური ლექტორები - კერძო და საჯარო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.
საზაფხულო სკოლის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ თეორიულ ცოდნას გაეროს მდგრადი განვითარების დღის წესრიგისა და მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაში კერძოს სექტორის როლის შესახებ. ასევე, გაეცნობიან საუკეთესო კერძო პრაქტიკებს საქართველოდან და მსოფლიოდან. თეორიულ ცოდნის მიღებასთან ერთად, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ პრაქტიკულ სავარჯიშოებში და გამოიმუშაონ პროფესიული უნარები, რაც შემდგომ დაეხმარებათ კარიერულ განვითარებაში.

საზაფხულო სკოლის ფარგლებში მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან ყველა საჭირო სასწავლო მასალით. ასევე, საზაფხულო სკოლა ფარავს მგზავრობის, სასტუმროში განთავსებისა და სამჯერადი კვების ხარჯებს.

ვის შეუძლია საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა?

მდგრადობის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს (პროგრამები/სპეციალობები შეზღუდული არაა), 1-7 სემესტრის ჩათვლით.

საზაფხულო სკოლაში რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2022 წლის 23 აგვისტო 18:00 საათი.

რეგისტრაციისთვის, მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე უნდა გამოაგზავნოთ თქვენი მოკლე რეზიუმე და სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 200 სიტყვისა) ქართულ ენაზე.

ელფოსტა: konstantine@globalcompact.ge. დავალების ველში უნდა მიუთითოთ: "საზაფხულო სკოლა".

სულ შეირჩევა 20 მონაწილე

28 აგვისტოს ჩათვლით დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |