www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: იზი გრუპი
გამოქვეყნდა: 18 ივლისი / განცხადების ვადა: 18 აგვისტო

შპს "იზი გრუპი" 2014 წლიდან პოზიციონირებს ბაზარზე. კომპანიის ძირითად სფეროს წარმოადგენს სხვადასხვა კომპიუტერული ტექნიკით ვაჭრობას და ტექნიკურ მომსახურებას.

შპს"იზი გრუპი" აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, საბურთალოს რაიონი

სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00 სთ
სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი
ანაზღაურება: ფიქსირებული 800 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მიითვალოს კომპანიის პროდუქტი ტრანსპორტირებამდე, შესაბამისი დოკუმენტაციის მიხედვით
** მოახდინოს ავტომობილის დატვირთვა პროდუქციით
** უზრუნველყოს პროდუქციის დაზიანების გარეშე დროულ ტრანსპორტირება ოფისიდან მომხმარებლამდე და პირიქით
** უზრუნველყოს მიღება ჩაბარების და სხვა საჭირო დოკუმენტების აღრიცხვა და უშუალო ხელმძღვანელთან ჩაბარება
** მოახდინოს ინფორმაციის სრულყოფილად გაცვლა კომპანიასა და მომხმარებლებს შორის
** ვალდებულია კომპანიაში მოტანილი პროდუქცია განათავსოს წინასწარ განსაზღვრულ ადგილას საჭირო ინფორმაციული სტიკერებით

ძირითადი მოთხოვნები/პიროვნული თვისებები:

** მართვის მოწმობა "ბ" კატეგორია (მექანიკური გადაცემათა კოლოფის მართვის უფლება)
** თბილისის ქუჩების კარგად ცოდნა.
** გამართული ქართულით საუბარი.
** პასუხისმგებლობიანი/დაკვირვებული

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე: info@easy.ge.
გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახლება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |