www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ნაწილების მენეჯერი
მომწოდებელი: ჯი თი გრუპი
გამოქვეყნდა: 18 ივლისი / განცხადების ვადა: 18 აგვისტო

კომპანია "ჯი-თი გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ნაწილების მენეჯერის პოზიციაზე.

"ჯი-თი გრუპ"-ი ჰოლდინგური ტიპის მრავალპროფილიანი კომპანიაა, სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ოპერაციებით. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, სასოფლო და სამეურნეო ტექნიკისა და საცხებ-საპოხი მასალების ბრენდებს: Ford, Jaguar, Land Rover, Suzuki, Ford Trucks, Iveco, New Holland, Isuzu და სხვა.

სამუშაო ადგილი: დიღომი, დ. აღმაშენებლის # 216;
სამუშაო დრო: 10:00 - 18:00 სთ

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - სასურველია ტექნიკური ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** ნაწილების კატალოგთან მუშაობის გამოცდილება;
** სატრანსპორტო საშუალების საერთო მოწყობილობის ცოდნა;
** ინგლისური ენის ფლობა; (B2 დონე);
** რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
** MS Office-ის პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მარაგების მართვა და შეკვეთების ადმინისტრირება;
** მომხმარებლისთვის საჭირო სათადარიგო ნაწილის დროული მოძიება, ფასების და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** ადგილობრივი შესყიდვების უზრუნველყოფა, სერვისის და ნაწილების მომხმარებლებისთვის;
** ნაწილების დროულად მოწოდების ხელშეწყობა მომხმარებლების კმაყოფილების მიზნით;
** ნაწილების და აქსესუარების ლოჯისტიკური პროცესების უზრუნველყოფა, გადამზიდავი კომპანიების მოძიება, ტვირთის იმპორტზე და მათ შორის საბაჟო პროცედურებისთვის საჭირო დოკუმენტების მობილიზაციაზე პასუხისგება;
** სათადარიგო ნაწილების რეალიზაციის ზრდაზე და გეგმის შესრულებაზე მაქსიმალური ძალისხმევა;
** მომხმარებლისთვის საჭირო სათადარიგო ნაწილის დროული მოძიება, ფასების და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** სათადარიგო ნაწილების მარჟის მონიტორინგი;
** საფასო პოლიტიკის განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება;
** სატენდერო პრეისუკრანტების შემუშავება - ფინანსურ დეპარტამენტთან ერთად;
** თანმიმდევრული და სათანადო კომუნიკაცია მომწოდებლებთან;
** დაზიანებული, შეცდომით ან დანაკლისით ჩამოსული დეტალების აღრიცხვა, მათ შესწორებაზე ან თანხის ანაზღაურებაზე მომწოდებელთან კომუნიკაცია;
** განმეორებითი შეკეთების შედეგების ანალიზის მიმოხილვა და ნაწილების გავლენის მინიმუმამდე დაყვანა;
** სათადარიგო ნაწილის მოძიების სირთულიდან გამომდინარე მომწოდებელთან კომუნიკაცია, ელექტრონული ფოსტის ან მომწოდებლის ვებ გვერდის მეშვეობით (ე.წ. თიქეთინგ სისტემა) და პრობლემის იდენტიფიცირების დადგენა;
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი;
** დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Vacancy@gtgroup.ge 2022 წლის 12 აგვისტოს ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |