www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უმცროსი არქიტექტორ-დიზაინერი
მომწოდებელი: ადლი
გამოქვეყნდა: 18 ივლისი / განცხადების ვადა: 15 აგვისტო

სამშენებლო კომპანია "ადლი" 2015 წლიდან ოპერირებს ქართულ სამშენებლო ბაზარზე. კომპანიის საქმიანობა მოიცავს სამშენებლო სფეროს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა: კარკასული მშენებლობა, ფასადის მოწყობა, თერმო და ხმის იზოლაცია, ბრტყელი გადახურვა, მწვანე გადახურვა, არქიტექტორული მომსახურება, საყალიბე სისტემებისა და მოცულობითი ხარაჩოების დაპროექტება-მონტაჟი, კოშკურა ამწეების მონტაჟი/დემონტაჟი და გეგმიური მომსახურება.

სამშენებლო კომპანია "ადლი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი არქიტექტორ-დიზაინერის ვაკანსიაზე.

სამუშაო განაკვეთი: 09:00-18:00
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, თ. ერისთავის 1ა.

ძირითადი მოვალეობები:

** არქიტექტურული პროექტის შედგენაში ჩართულობა;
** 3D ვიზუალიზაცია, ფოტო-ვიდეო რენდერების დამუშავებაში მონაწილეობა;
** მუშაობა 41-ე დადგენილების მიხედვით;
** მუშა ნახაზების შედგენაში მონაწილეობა;
** კლიენტებისათვის კონსულტაციის გაწევა;
** მერიასთან პროექტების შეთანხმებაში ჩართულობა;
** არსებული პროექტების კორექტირება/ ცვლილებაში მონაწილეობა;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (არქიტექტურის ან ინტერიერის დიზაინის მიმართულებით)
** სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 6 თვე;
** გრაფიკული პროგრამების ცოდნა - (Graphisoft Archicad, Autodesk 3Ds max, Lumion, Adobe Photoshop)
** საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება, შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან შესათანხმებლად.
** ამ სფეროში მოქმედი დადგენილებების, მათ შორის შენობა ნაგებობის უსაფრთხოების წესების ცოდნა;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შეზღუდულ ვადებში მუშაობა;
** პროექტის შეფასების უნარი;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@adli.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

ასევე აუცილებელია მეილს დაურთოთ თქვენი პორტფოლიო.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 15 აგვისტო, 2022 წ.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.adli.ge

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |