"დრესაპ ჯგუფი" უკვე 28 წელია, რაც ქართულ ბაზარზე მოღვაწეობს და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებული ბრენდებს: Tommy Jeans, Lacoste, Gant, Guess, Levi`s, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Greyder და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 43 მაღაზიით თბილისში, 6 მაღაზიით ბათუმში და ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
"დრესაპ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე სავაჭრო ცენტრში "რუსთავი მოლი".
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
** ჯანსაღი სამუშაო გარემო;
** მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა;
** მზარდი ბიზნესი;
** სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა;
** ანაზღაურების კონკურენტუნარიანი სისტემა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ფიტნეს ბარათი;
** კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე.
სამუშაო პირობები:
** ანაზღაურება - ფიქსირებული 650 ლარი + ბონუსი (საშუალოდ თვიური ანაზღაურება 900-1000 ლარი);
** სამუშაო გრაფიკი - ცვლები, 7 ან 8 საათიანი ცვლა დღის მანძილზე (1 საათი შესვენება);
** დასვენების დღეები - 2 კვირაში 3 დასვენების დღე.
** სამუშაო ადგილი - სავაჭრო ცენტრი "რუსთავი მოლი" (მეგობრობის გამზ. 1ა).
ფუნქციები და მოვალეობები:
** მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა - მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქტებთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
** სარეალიზაციო დარბაზის მოწესრიგება;
** პროდუქციის მიღება და სარეალიზაციო დარბაზში გადანაწილება;
** პროდუქციის გაყიდვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, სასურველია რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კეთილსინდისიერება.
კანდიდატთა შერჩევა:
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@dressup.ge 2022 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "კონსულტანტი - რუსთავი მოლი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!