www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ჭურჭლის მრეცხავი
მომწოდებელი: სასტუმრო რუმს ყაზბეგი
გამოქვეყნდა: 18 ივლისი / განცხადების ვადა: 18 აგვისტო

სასტუმრო "Rooms Hotel Kazbegi" აცხადებს ვაკანსიას ჭურჭლის მრეცხავის პოზიციაზე.

პოზიციის აღწერა: უზრუნველყოს სამზარეულოს, სამზარეულოს ინვენტარისა და თანამშრომლებისთვის განკუთვნილი კაფეტერიის სივრცის სისუფთავე, შეასრულოს პოზიციასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობები.

ძირითადი მოვალეობები:

** გარეცხოს სამზარეულოს ყველა ინვენტარი (ტაფა, თეფში, ჭიქა, ფინჯანი და სხვა.) დეტალებზე ყურადღების გამახვილებით;
** დაიცვას ინსტრუქციები (სანაგვე ყუთის დაცლა, ჭიქების რეცხვა და ა.შ.), რათა უზრუნველყოს სამუშაო ადგილის მზადყოფნა მომავალი მომსახურებისათვის;
** ფლობდეს ინფორმაციას ყველა სარეცხი საშუალებისა და მათი გამოყენების წესების შესახებ;
** სწორად გამოიყენოს სარეცხი მოწყობილობები;
** უზრუნველყოს მუშაობისთვის სარეცხი საშუალების საჭირო რაოდენობის კონტროლი;
** დაუყოვნებლივ შეატყობინოს სამრეცხაოს ზედამხედველს ნებისმიერი გაუგებრობისა და პრობლემის შესახებ;
** დაიცვას და უზრუნველყოს სისუფთავე სამუშაო ადგილას;
** უზრუნველყოს ყველა მასალის კარგ მდგომარეობაში შენახვა სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად.

საჭირო უნარები:

** ფიზიკური გამძლეობა;
** გამართული კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 18 აგვისტომდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.kazbegi@roomshotels.com. სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

მოცემულ ვაკანსიას შესაძლოა დაემატოს პუნქტები ან შეცვალოს ზემოთმოყვანილი აღწერილობა.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "აჭარა ჯგუფმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |