www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი-საიტის მოდერატორი
მომწოდებელი: საჭირომანია
გამოქვეყნდა: 18 ივლისი / განცხადების ვადა: 20 აგვისტო

შპს "საჭირომანია" - ჩვენი კომპანია, უკვე 5 წელია, რაც საქართველოში არსებულ ონლაინ მაღაზიათა რიგებს შეუერთდა.
ამ მოკლე ხანში შევძელით თქვენი, ანუ ჩვენი მომხმარებლების დიდი ნდობა და სიყვარული დაგვემსახურებინა. ჩვენ, კვირაში 7 დღე, 24 საათის განმავლობაში ვცდილობთ საინტერესო, განსხვავებული და საჭირო პროდუქცია მოვიძიოთ და შემოგთავაზოთ საუკეთესო ფასად.

ჩვენთვის პრიორიტეტულია გვქონდეს მაღალი სტანდარტის მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით, ხელმისაწვდომი ფასები და გვყავდეს მუდმივად კმაყოფილი მომხმარებელი. აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს გუნდის შერჩევა და დატრენინგება.

ვაკანსია: გრაფიკული დიზაინერი-საიტის მოდერატორი

სქესი: არ აქვს მნიშვნელობა
ასაკი: 18დან - 40 წლამდე

სამუშაო განაკვეთი: ნახევარი
გრაფიკი: კვირაში 20 სამუშაო საათი
სამუშაო ადგილი: თბილისი, წერეთლის გამზირი
ხელფასი: 600 ლარი

პირველი თვე - გამოსაცდელი ვადა 400 ლარიანი ანაზღაურებით

მოთხოვნები:

** გრაფიკული დიზაინის ცოდნა
** სასურველია ვიდეო ქონთენთის რედაქტირების ცოდნა
** ინგლისური ან რუსული ენის (სასურველია ორივე) საშუალო დონეზე ფლობა (კითხვა და თარგმნა)
** დეტალების მიმართ ყურადღება
** პასუხისმგებლობის გრძნობა

ძირითადი მოვალეობა:

** სარეკლამო ბანერების შექმნა სოციალური ქსელებისათვის
** პროდუქტის შესახებ ტექნიკური მონაცემების, სურათების, ვიდეოების, მოძიება ინტერნეტში, დამუშავება და განთავსება საიტზე/ფეისბუქ გვერდზე
** საჭიროების შემთხვევაში პროდუქტის ფოტო გადაღება/დამუშავება და განთავსება

სტუდენტებისთვის გრაფიკის შეთავსების შესაძლებლობა;
ხელფასის ზრდის პერსპექტივა;
ახალგაზრდა და მეგობრული გუნდი.

ვეძებთ კადრს, რომელიც არ იმუშავებს მხოლოდ ხელფასის გამო და ექნება მოტივაცია პიროვნული და კარიერული განვითარების

ჩვენი FB გვერდი: https://www.facebook.com/needmania/
ჩვენი საიტი: https://www.sm.ge/

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV და პორტფოლიო მისამართზე needmania@gmail.com 2022 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოგზავნილი CV არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |