www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: DevOps ინჟინერი
მომწოდებელი: ვაბაკო
გამოქვეყნდა: 18 ივლისი / განცხადების ვადა: 18 აგვისტო

პროგრამული უზრუნველყოფისა და ციფრული ინოვაციების დარგში მოღვაწე კომპანია "ვაბაკო" ეძებს DevOps ინჟინერს, რომელიც დაგვეხმარება ჩვენი ციფრული პროდუქტების შექმნაში. გთავაზობთ კრეატიულ, მეგობრულ და დინამიურ გარემოში პოტენციალის გამოვლენას, სადაც ჯანსაღი ინიციატივა და საქმის მაღალი ხარისხით შესრულება აუცილებლად ფასდება.

ძირითადი მოვალეობები:

** ლინუქს სისტემაში აპლიკაციის აწევა;
** აპლიკაციის განახლება GitLab-ის მეშვეობით;
** აპლიკაციის ახალი ფუნქციონალისთვის Nodejs-ში საჭირო სერვისების "დაფაბლიშება";
** Docker-ის მართვა: აპლიკაციის აწევა, განახლება, კონფიგურაციის ცვლილება;
** აპლიკაციაში კონსტანტების ცვლილება;
** აპლიკაციის გათიშვისას მიზეზის მოძებნა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** Linux OS-თან მუშაობის გამოცდილება;
** ქსელისა და ქსელური პროტოკოლების საფუძვლიანი ცოდნა;
** Docker ტექნოლოგიების კარგი ცოდნა;
** Ruby და Node.js ბაზისური ცოდნა;
** CI/CD ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
** Kubernetes-ის ცოდნა ჩაითვლება პლუსად.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 9:00-18:00 სთ. 1 საათი შესვენება.
** ჯანმრთელობის დაზღვევა.

თქვენ მიერ ჩვენთან გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს ვაბაკოს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს. გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: jobs@vaba.co და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: DevOps Engineer



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |