www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სერვისის მიმღები
მომწოდებელი: ჯი თი გრუპი
გამოქვეყნდა: 18 ივლისი / განცხადების ვადა: 12 აგვისტო

კომპანია "ჯი-თი გრუპ"-ი აცხადებს ვაკანსიას სერვისის მიმღების პოზიციაზე.

"ჯი-თი გრუპ"-ი ჰოლდინგური ტიპის მრავალპროფილიანი კომპანიაა, სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ოპერაციებით. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, სასოფლო და სამეურნეო ტექნიკისა და საცხებ-საპოხი მასალების ბრენდებს: Ford, Jaguar, Land Rover, Suzuki, Ford Trucks, Iveco, New Holland, Isuzu და სხვა.

სამუშაო დრო: 10:00 - 18:00 სთ
სამუშაო ადგილი: დავით აღმაშენებლის ხეივანი # 216;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** სასურველია ავტომობილის და სპეც. ტექნიკის საერთო მოწყობილობის ცოდნა;
** სასურველია რელევანტურ პოზიციაზე ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა (ვერბალური და წერითი);
** სასურველია რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** MS Office -ის პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლის სწრაფი და დროული მომსახურება კომპანიაში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** მომხმარებლისთვის წინასწარი კალკულაციის მომზადება, მომსახურების/რემონტის შესახებ ფასისა და დროის მითითებით;
** სერვისის სამუშაოებისას გამოვლენილი დამატებითი სამუშაოების საჭიროების შესახებ მომხმარებლის ინფორმირება;
** მომხმარებლისთვის გაწეული მომსახურების შესაბამისი თანხის გადახდის კონტროლი;
** მომხმარებლის ინფორმირება შემდგომი სერვისის მომსახურებების საჭიროების შესახებ;
** სერვისთან მუდმივი კომუნიკაცია, მომხმარებელთა ოპტიმალური მიღების დაგეგმვის მიზნით;
** სერვისის პროგრამა - CSMS-ში სამუშაო ბარათის შექმნა, მასში დაფიქსირებული მიზეზებიდან გამომდინარე ხარჯთაღრიცხვის მომზადება. საბუღალტრო პროგრამიდან სათადარიგო ნაწილების და სახარჯი მასალების გამოწერა;
** რეგლამენტირებული და არარეგლამენტირებული სერვისების შემთხვევაში დეფექტური აქტების შედგენა და მომზადება;
** მომხმარებლებთან გაფორმებული ხელშეკრულების თანხების კონტროლი:
** მომხმარებლისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება თუ რა სამუშაოები ჩაუტარდა მის სატრანსპორტო საშუალებას;
** შეკეთებული სატრანსპორტო საშუალების მომხმარებლისთვის გადაცემის პროცედურის ზედმიწევნით შესრულება;

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა.
** კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება.
** სწორი კომუნიკაციის და მომხმარებლის მოთხოვნების გამოვლენის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი.
** დაგეგმვის და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Vacancy@gtgroup.ge 2022 წლის 12 აგვისტოს ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |