კომპანია "ზოდი" აცხადებს ვაკანსიას კარების კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე ქ.თბილისში.
კომპანია "ზოდი" 2007 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სამშენებლო-სარემონტო მასალების ბაზარზე. ზოდის მაღაზიათა ქსელი მომხმარებლებს სთავაზობს შიდა და გარე სარემონტო მასალების მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: ინტერიერის და ექსტერიერის კარები, ბუნებრივი ქვები, კირქვის ყველაზე დიდ არჩევანს საქართველოში, კერამიკული ფილები, ლამინირებული იატაკი, აბაზანის აქსესუარები, გათბობის სისტემები და სხვა.
"ზოდი" საქართველოში წარმოდგენილია 5 ბრენდ მაღაზიით - თბილისში, ბათუმში, მარნეულში, რუსთავსა და გორში.
კომპანია "ზოდი"-ს ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://zodi.ge/
ფუნქცია- მოვალეობები:
** შესაბამისი კატეგორიის კომერციული შესყიდვების სტრატეგიის განსაზღვრა;
** მარაგების მართვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა;
** კონკურენტული ბაზრის კვლევა და შესაბამისი საპროდუქტო ჯგუფების ბაზარზე პოზიციონირების შემუშავება;
** წლიური შესყიდვების და გაყიდვების დაგეგმვა და მის შესაბამისობაზე პასუხისმგებლობა;
** კომუნიკაცია მომწოდებლებთან, მოლაპარაკებები და საოპერაციო საკითხები;
** ახალი მომწოდებლების და ბრენდების მოძიება და მათთან შემდგომი თანამშრომლობის განვითარება;
** პრომო აქციების დაგეგმარება და შემდგომი განხორციელება შესაბამის განყოფილებებთან კოორდინაციით;
** პროდუქტების განვითარების, ასორტიმენტის გაფართოების, გაყიდვების და მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა;
** კომპანიის მნიშვნელოვან კლიენტებთან კომპლექსური მოლაპარაკებების წარმოება, მათთან გრძელვადიანი ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა;
** იმპორტთან დაკავშირებული საკითხების მართვა და კოორდინაცია, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და მის სისწორეზე პასუხისმგებლობა;
** კომპანიის სხვა დეპარტამენტებთან სტრატეგიული ამოცანების შესრულებაზე ორიენტირებული კომუნიკაციისა და კოორდინაციის უზრუნველყოფა;
** კომპანიის მიზნებიდან გამომდინარე, სხვა შესაბამისი საქმიანობების განხორციელება.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, ბიზნესის ადმინისტრირებაში, ეკონომიკაში ან ფინანსებში.
** მუშაობის გამოცდილება შესყიდვების, კატეგორიის მენეჯმენტის ან იმპორტის მიმართულებით, მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წელი;
** ძირითადი საოფისე პროგრამების (Word, PowerPoint, Outlook) ცოდნა;
** Excel მაღალ დონეზე ფლობა;
** უცხო ენების (რუსული, ინგლისური) მაღალ დონეზე ფლობა (თურქული სასურველია);
** უპირატესობა მიენიჭება კონკრეტულ კატეგორიაში (კარის) მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატს;
პიროვნული თვისებები:
** ორგანიზების და მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობისა და გუნდის ეფექტიანი მუშაობის ორგანიზების უნარი;
** ბიზნესის განვითარებაზე და ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე ორიენტირებული;
** სისტემური აზროვნების, მართვის სისტემური კომპონენტების შექმნის და დანერგვის უნარი;
** ზოგადი სტრატეგიული ხედვის და დაგეგმვის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დისციპლინირებული;
ვაკანსიების რაოდენობა (1)
ლოკაცია - თბილისი, ნონა გაფრინდაშვილის #11
სამუშაო საათები - 09:30-დან 18:00საათამდე;
სამუშაო დღეები - 5 სამუშაო დღე,
ჩვენ გთავაზობთ:
** შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: Hr@zodi.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
შენიშვნა: CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "ზოდი პლიუსმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
გისურვებთ წარმატებას!