www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დისპეტჩერი
მომწოდებელი: Universal Transit
გამოქვეყნდა: 18 ივლისი / განცხადების ვადა: 18 აგვისტო

"Universal Transit" წარმოადგენს ამერიკული ლოჯისტიკის ბაზრის ლიდერ კომპანიას, რომლის საქმიანობის ძირითადი სფეროა ტვირთების (ავტომობილების) გადაზიდვა (dispatching) ამერიკის ტერიტორიაზე - განხორციელებული გადაზიდვის 100% მონიტორინგით.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 16:00-01:00

სახელფასო ანაზღაურება:

** პირველი თვე (ანაზღაურებადი ტრენინგი): 750-1200 ლარი + ბონუსი (დამოკიდებულია შედეგზე, 240-400 ლარი)
** მეორე თვე: 1050-1800 ლარი + ბონუსი (დამოკიდებულია შედეგზე, 900-1100 ლარი)
** მესამე თვე: 1500-2700 ლარი + ბონუსი (დამოკიდებულია შედეგზე, 1400 - 1600 ლარი)

შენიშვნა: როგორც ფიქსირებული სახელფასო განაკვეთი, ასევე ბონუსი დამოკიდებულია დისპეტჩერის პროფესიონალიზმზე. გაითვალისწინეთ: ანაზღაურების ზედა ზღვარი არ არსებობს!

სამუშაოს აღწერა და მოვალეობები:

** ამერიკის ტერიტორიაზე არსებული ტვირთების მოძიება სპეციალური Load board-ებიდან;
** ტვირთთან დაკავშირებით შუამავალ კომპანიებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** შეკვეთების აღება (შესაბამისი Load board-ებიდან, ტელეფონით, e-mail-ით);
** საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
** ტვირთის კონტროლი და გადაზიდვის პროცესის ორგანიზება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
** რუსული ენის ცოდნა (სასურველია);
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Excel, MS Word, MS Outlook).

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კრეატიული და ანალიტიკური აზროვნება.

ჩვენ გთავაზობთ:

** ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიის ადგილზე შესწავლას;
** ანაზღაურებად ტრენინგებს;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** კორპორატიულ დაზღვევას;
** თანამედროვე სამუშაო გარემოს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: jobs@universaltransit.us და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "დისპეტჩერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |