www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კომერციული დირექტორი
მომწოდებელი: შადრევანი
გამოქვეყნდა: 18 ივლისი / განცხადების ვადა: 31 აგვისტო

შპს "შადრევანი" აცხადებს ვაკანსიას კომერციული დირექტორის პოზიციაზე.

ღვინის საწარმო 10 წელია, რაც არსებობს. ამჟამად დაგეგმილია ინვესტორ ჯგუფთან ერთად საწარმოს გაფართოება და ევროპული ბაზრების ათვისება. გერმანიაში უკვე არსებობს საკუთარი ფირმა და საწყობი. სამუშაო ადგილი იქნება კარდენახი. მთავარი მეღვინე არის გერმანელი. ნაწარმის რეალიზაციის ერთ-ერთი მთავარი წყარო არის ტურიზმი. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია უცხო ენების ცოდნა.

CV-ის გამოგზავნამდე თუ გნებავთ გასაუბრება, დაგვიკავშირდით ნომერზე: +4915222940681 ან მოგვწერეთ ელფოსტაზე: info@abwines.de

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ფინანსური მაჩვენებლების ზრდის უზრუნველყოფა;
** კომპანიის კომერციული მიმართულების შესაბამისი სამოქმედო გეგმის/სტრატეგიის ჩამოყალიბება;
** მარკეტინგის, გაყიდვების და ბიზნესის განვითარების სტრატეგიის შემუშავება და შესრულების მონიტორინგი;
** გაყიდვების სრული ციკლის მართვა, გაყიდვების გეგმების შედგენა და შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა/უზრუნველყოფა;
** კომპანიის ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობის მართვა;
** სისტემური პროცედურების შემუშავება და მათი დანერგვის უზრუნველყოფა;
** კომპანიის მიმდინარე და ახალი რისკების შეფასება, ანალიზი, სხვადასხვა რეპორტების მომზადება და დამფუძნებლებთან წარდგენა;
** კომპეტენციის ფარგლებში კომპანიის საქმიანობის დამოუკიდებლად ოპერატიული მართვა;
** კომპანიის მუდმივ განვითარებაზე ზრუნვა. ამ კუთხით ახალი იდეების/პროექტების ინიცირება, დამფუძნებლებთან შეთანხმება და განხორციელება;
** კომპანიის მიზნებიდან გამომდინარე, სხვა შესაბამისი საქმიანობების განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება მეღვინეობა/მევენახეობის მიმართულებით სასურველია;
** ღვინის წარმოების/მევენახეობის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე 3-5 წლიანი გამოცდილება;
** პროექტებზე მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური და გერმანული ენების ცოდნა (B2 დონე). რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება პლუსად;
** MS Word, Excel, Outlook, PowerPoint - სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** გუნდური;
** კომუნიკაბელური;
** ორგანიზებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა.

საცდელი პერიოდი შეადგენს 6 თვეს.
სამუშაოს დაწყების თარიღი: 23.01.2023.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: info@abwines.de და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "კომერციული დირექტორი".

კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე საკონფერენციო პროგრამის ZOOM-ის საშუალებით.

სააპლიკაციო ფორმები მიიღება 2022 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით.

დავუკავშირდებით, მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

შპს "შადრევანი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |