"ორეი" საქართველოში წარმოებული ქაღალდის პროდუქციის სავაჭრო ნიშანია. თანამედროვე ტექნოლოგიებით და მანქანა-დანადგარებით აღჭურვილი "ორეი"-ს ქარხანა თბილისში მდებარეობს. კომპანია უმაღლესი ხარისხისა და განსხვავებული ასორტიმენტის ცელულოზის პროდუქციას აწარმოებს.
"ორეი" გიწვევთ სტაჟირებაზე: ანაზღაურებად სტაჟირებაზე ბუღალტრულ და საოპერაციო დეპერტამენტში.
პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი, ავჭალა, ლიბანის ქ. #8
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 400 ლარი
სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე-კანდიდატები, რომლებიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში
სტაჟირების პერიოდში თქვენ გექნებათ შესაძლებლობა შეისწავლოთ:
** პირველადი დოკუმენტაციის მომზადება;
* ბუღალტრული გატარებების წარმოებას;
** rs.ge-ზე მუშაობა;
** სხვადასხვა ინფორმაციისა და დოკუმენტების მომზადება;
** ყოველდღიურ ბუღალტრულ საქმიანობაში ჩართულობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით)
** Microsoft Excel-ის ცოდნა
პიროვნული უნარები
** ანალიტიკურად აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** შესაძლებლობას იმუშაოთ სასიამოვნო და მეგობრულ გარემოში;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: info@orei.ge და გთხოვთ ველში subject მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.