www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სერტიფიცირების ასისტენტი
მომწოდებელი: კავკასსერტი
გამოქვეყნდა: 20 ივლისი / განცხადების ვადა: 15 აგვისტო

ბიოსერტიფიცირების კომპანია "კავკასსერტი" აცხადებს ვაკანსიას სერტიფიცირების ასისტენტის პოზიციაზე.

შპს კავკასსერტი არის ბიოსერტიფიცირების კომპანია, რომელიც აკრედიტებულია გერმანიის აკრედიტაციის ცენტრის მიერ 2008 წლიდან. მას ევროკომისიისგან მიღებული აქვს ევროკავშირის ბაზრისთვის ბიოპროდუქციის საქართველოში სერტიფიცირების ავტორიზაცია. შპს კავკასსერტის ვებ-გვერდია: http://www.caucascert.ge

ძირითადი სამსახურეობრივი მოვალეობები:

** პასუხი შემოსულ ზარებზე, დაინტერესებულ პირთათვის სერტიფიცირების შესახებ წინასწარი ინფორმაციის მიწოდება და კავკასსერტის სხვა თანამშრომლებთან შეხვედრის ორგანიზება;
** სერტიფიცირების მსურველთათვის განაცხადისა და პროცედურით გათვალისწინებული ფორმების შევსებაში დახმარება;
** სასერტიფიკაციო მომსახურების ხელშეკრულებების გაფორმება;
** სერტიფიცირების მომსახურების ინვოისების შედგენა და გაგზავნა;
** ინსპექტირების ანგარიშის განხილვისათვის მომზადება;
** ბიოსერტიფიკატების დრაფტის მომზადება;
** ახალი კლიენტების, გაცემული ბიოსერტიფიკატებისა და იმპორტის ნებართვების სპეციალურ აპლიკაციაში აღრიცხვა.
** ფაილინგი ოფისში და ქლაუდზე;
** ბიოოპერატორებისათვის განაცხადების განახლებისა და დავალიანების შეხსენება.
** საორგანიზაციო საკითხების მოგვარება, მათ შორის ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ სპეციალური პროექტების ფარგლებში.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** On-line ჩართულობა და ელექტრონული ფოსტის სისტემატური კონტროლი;
** გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია ქართულ ენაზე;
** ინგლისურ ენაზე კომუნიკაციის უნარი;
** ინტერნეტში/გუგლში კომპიუტერულ საოფისე პროგრამებში მუშაობა;
** ასაკი: 30 წლის და ზემოთ

პიროვნული თვისებები და მონაცემები:

** კომუნიკაბელურობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** სიახლეების სწრაფი ათვისების უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი.
** ხელფასი 1200 ლარი (გადასახადების გარეშე)
** სამუშაო საათები: 10:00-დან 18:00-მდე.
** დასვენების დღეები: შაბათი და კვირა.
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, იური გაგარინის 24 (რადიო "ფორტუნას" შენობა).
** გამოსაცდელი პერიოდი 3 თვე.

არა აუცილებელი, მაგრამ სასურველი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასოფლო-სამეურნეო ან სურსათის გადამუშავების სფეროში;
** ინგლისური ენის კარგი ცოდნა;
** სამუშაო გამოცდილება მსგავს ორგანიზაციებში.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი განაცხადი 2022 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით შემდეგ მისამართებზე: t.akhobadze@caucascert.ge. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "სერტიფიცირების ასისტენტი" .

განაცხადი უნდა შედგებოდეს შემდეგი საბუთებისგან:

** დეტალური CV ფოტოსურათთან ერთად
** უმაღლესი განათლების დიპლომი



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |