www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: სასტუმრო რადისონ ბლუ
გამოქვეყნდა: 20 ივლისი / განცხადების ვადა: 19 აგვისტო

"სასტუმრო რადისონ ბლუ" აცხადებს ვაკანსიას ჰოსტესის (სტუმრების მიმღები) პოზიციაზე.

სამუშაო უფლებები და ფუნქცია-მოვალეობები:

დეპარტამენტი: კვებისა და სასმელების დეპარტამენტი (F&D) რესტორანი და საბანკეტო
ანგარიშვალდებულია: აუთლეტის სუპერვაიზერის, რესტორნის/საბანკეტო დარბაზის მენეჯერის, F&D მენეჯერის წინაშე

ფუნქცია-მოვალეობები:

** მთავარი მოვალეობა არის სტუმრების მიღება განთავსება რესტორანში, მაგიდების რეზერვაციის მართვა, სტუმრების ნაკადის კონტროლი და აუთლეტის სუპერვაიზერის დახმარება. ჰოსტესს ზოგჯერ შეძლება მოუწიოს სტუმრის მომსახურება (შეკვეთის ადგილზე მიტანა)
** იმყოფებოდეს სამუშაო ადგილზე ცვლის დაწყებამდე 10 წუთით ადრე, ჩაცმული და სამუშაო მზადყოფნაში ღიმილით და კარგი განწყობით.
** ატაროს სრული უნიფორმა და თმის ვარცხნილობა, სასტუმროს სტანდარტების მიხედვით, მუშაობისას და სასტუმროს ტერიტორიაზე ყოფნისას (პირადი მოხმარების საგნები მობილური ტელეფონი, საფულე და სხვა ნივთები ცვლის დამთავრებამდე დატოვოს გასახდელში).
** დაიცვას ზოგადი ქცევის ნორმები და სტუმართან მოქცევის წესები.
** დაიცვას სურსათის უვნებლობისა და ჰიგიენის წესები, შრომისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოება.
** გააჩნია კვებისა და სასმელების დეპარტამენტის ფინანსური ოპერაციების პროცედურების კარგი ცოდნა (F & D SOPs) და ასრულებს მათ შესაბამისად.
** განაპირობოს სამუშაო ტექნიკის და ავეჯის ხმარება დანაკარგისა და დაზიანების გარეშე.
** სამუშაო ადგილის მომზადება
** შეასრულოს კვების ობიექტის (აუთლეტის) გახსნის/დახურვის პროცედურები
** შეასრულოს გვერდითი სამუშაოები ცხრილის (როსტერის) მიხედვით
** უზრუნველყოს სამუშაო სივრცის სუფთა და კარგ მდგომარეობაში ყოფნა
** ორგანიზება გაუწიოს დაჯავშნილ მაგიდებს აუთლეტის გახსნამდე /სტუმრის მოსვლამდე
** უზრუნველყოს სასტუმროში რეგისტრირებული სტუმრების სია საუზმეზე მისაღებად
** რეზერვაზიების ჟურნალის წარმოება
** ჰქონდეს სრული ინფორმაცია თუ რა ხდება სასტუმროსა და კვების ობიექტებზე (აუთლეტებში)
** უზრუნველყოს მენიუების კარგ, სუფთა და მოწესრიგებულ მდგომარეობაში ყოფნა
** პროფესიული და თავაზიანი მომსახურება
** თბილად მიესალმოს და მიიღოს სტუმრები საუზმეზე, ლანჩსა და სადილზე სტუმრების განთავსება და სტუმართა ნაკადის დაბალანსება აუთლეტის დატვირტულობის და მიხედვით პროფესიული ეთიკის ფარგლებში
** მიუტანოს სტუმარს მენიუ და აცნობოს მიმტანს ახალი სტუმრის შესახებ
** იქონიოს სრული ინფორმაცია სპეციალური შემოთავაზებების და სასტუმრო სერვისის შესახებ

საჭიროებისამებრ, შეასრულოს მიმტანის მოვალეობები:

** შეკვეთის მიღება, მაგიდების სერვირება, მაგიდა-სკამების ალაგება გაწყობა.
** დაემშვიდობოს და სამომავლოდ დაპატიჟოს სტუმარი
** უზრუნველყოს სამუშაო სივრცის და მიმდებარე ტერიტორიის სუფთა და კარგ მდგომარეობაში ყოფნა.
** გამოიჩინოს გუნდური მუშაობის უნარი და საჭიროებისამებრ დაეხმაროს თანამშრომელს
** დაუყოვნებლივ აცნობოს სუპერვაიზერს ნებისმიერი პრობლემის თუ უჩვეულო მოვლენის შესახებ
** დროულად და ეფექტურად შეასრულოს ყველა მოვალეობა კომპანიის მიერ შემუშავებული პოლიტიკისა და პროცედურების შესაბამისად

თხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr.tbilisi@radissonblu.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |