www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: Financial Chain Corporation
გამოქვეყნდა: 20 ივლისი / განცხადების ვადა: 19 აგვისტო

საერთაშორისო საბუღალტრო კომპანია Financial Chain Corporation (http s://ge.f-chain.com/) 2002 წლიდან აქტიურად მუშაობს საერთაშორისო ბაზარზე და უზრუნველყოფს საბუღალტრო, იურიდიული, პერსონალის მართვის და აუთსტაფინგის მომსახურებას.

გამოცხადებული ვაკანსია: მთავარი ბუღალტერი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - არანაკლებ 3 წლისა;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის სრულყოფილად ცოდნა;
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამების ცოდნა, სასურველია Fina;

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების წარმოება და აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამაში
** პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი
** დებიტორ/კრედიტორების კონტროლი
** შემოსავლების და ხარჯების ოპერაციების კონტროლი
** თვის დახურვის პროცესების წარმართვა
** საგადასახადო დეკლარაციების წარდგენა
** ყოველთვიური/ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგების მომზადება IFRS სტანდარტების შესაბამისად
** საგადასახადო კონსულტაციები.

სამუშაო გრაფიკი/პირობები:

** სახელფასო განაკვეთი - 2500 ლარი;
** სამუშაო გრაფიკი - ნორმირებული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-19:00 სთ).

გთხოვთ CV გამოგზავნეთ ელფოსტაზე: elekishvili@f-chain.com და სათაურის ველში - "Subject" მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება: მთავარი ბუღალტერი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |