შპს ვ.ივერიელის სახ. ენდოკრინოლოგია, მეტაბოლოგია, დიეტოლოგიის ცენტრი "ენმედიცი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი/პროფესიული განათლება სასურველია სამედიცინო მიმართულებით
** მსგავს პოზიციაზე (მენეჯერი, ხელმძღვანელი) მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** გუნდის მართვის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** საწყობში მუშაობის გამოცდილება;
** MS Office კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** თანამედროვე სასაწყობო პროცესების სიღრმისეული ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
ძირითადი მოვალეობები:
** საწყობში პროდუქციის მოძრაობის აღრიცხვა და კონტროლი;
** პროდუქციის ნაშთების კონტროლი;
** დაქვემდებარებული საწყობის თანამშრომელთა მუშაობის კოორდინირება;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი;
** საწყობის გამართული მუშაობის პროცესების დაცვა;
** მიღებულ და გაცემულ პროდუქციაზე პასუხისმგებლობა;
** საწყობის ნაშთების ინვენტარიზაცია;
** პროდუქციის მიღება/გაცემების მონიტორინგი;
** პროდუქციის მიღებასა და გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
** პროდუქციის ცვლილებების ასახვა FINA-ში;
** პოზიციასთან დაკავშირებით უშუალო ხელმძღვანელის მიერ სხვა დავალებების შესრულება.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** ორგანიზებული;
** ლიდერული თვისებების მქონე;
** ცვალებად გარემოსთან სწრაფად ადაპტირების უნარ-ჩვევები;
** მკაცრად განსაზღვრულ ვადებში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანი.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. N9
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი 10:00 სთ 18:00 სთ
ხელფასი: 1000 ლარი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ ელ. მისამართზე: hr@enmedic.com