www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საგადასახადო სპეციალისტი
მომწოდებელი: მართვის საკონსულტაციო ჯგუფი
გამოქვეყნდა: 20 ივლისი / განცხადების ვადა: 19 აგვისტო

"მართვის საკონსულტაციო ჯგუფი" ეძებს გუნდის ახალ წევრს ფინანსური აუდიტის მიმართულებით, საგადასახადო საკითხების სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო

ძირითადი მოვალეობები:

** ფინანსური აუდიტის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
** აუდიტორული მტკიცებულებების შექმნა/მოპოვება;
** აუდიტის გეგმით განსაზღვრული დავალებების შესრულება;
** შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სისტემიდან ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება აუდიტის მიზნებისთვის;
** აუდიტის მიმდინარეობის შესახებ ანგარიშის წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
** მინიმუმ 1 წელი სამუშაო გამოცდილება ბუღალტერიის ან/და საგადასახადო მიმართულებით;
** შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემასთან მუშაობის გამოცდილება;
** საგადასახადო დეკლარაციების/ფორმების შევსების და წარდგენის ცოდნა;
** საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** სასურველია ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ფინანსური აუდიტის მიმართულებით პროფესიული განვითარების ინტერესი და სურვილი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მჭიდრო ვადებში მუშაობის შესაძლებლობა.

დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ, შეგიძლიათ მოიძიოთ ვებ-გვერდზე: https://mcgaudit.ge/

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@mcgaudit.ge.

ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის.

"მართვის საკონსულტაციო ჯგუფი" მადლობას უხდის ყველა აპლიკანტს დაინტერესებისათვის, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |