www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტარტაპ ანალიტიკოსი
მომწოდებელი: Future Laboratory
გამოქვეყნდა: 20 ივლისი / განცხადების ვადა: 19 აგვისტო

კომპანია "Future Laboratory", ლიდერია საქართველოში სტარტაპ აქსელერაციის მიმართულებით, და ახორციელებს ისეთ პროექტებს, როგორიც არის UG Startup Factory, Startup Drive და სხვა. რეგიონალურ ჭრილში Future Laboratory ახორციელებს პროექტს Startup Central Eurasia-ს (https://www.startupcentraleurasia.com), რომლის ფარგლებში ცენტრალური ევრაზიის რეგიონში მოღვაწე სტარტაპებს აკავშირებს ვენჩურ ინვესტორებთან აშშ-დან, ევროპიდან და აზიიდან.

პროცესის სტანდარტიზაციისთვის და სტარტაპების პროგრესის შემოწმებისთვის ჩვენ ვახორციელებთ პროექტების ანალიზს, ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანი პარამეტრების მიხედვით.

გუნდში ვეძებთ ანალიტიკოსს, რომელიც შესაბამისი ტრენინგის შემდგომ შეძლებს:

** ადგილობრივი და რეგიონალური (ცენტრალური ევრაზია) საუკეთესო სტარტაპების მოძიებას
** სტარტაპებთან შეხვედრების დანიშვნას და ჩვენი პროექტის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას
** სტარტაპების შეთანხმებას და მათი პროექტების ანალიზის განხორციელებას, პარამეტრების მიხედვით
** მიღებული მონაცემების სტრუქტურირებას და რეპორტის სახით ჩამოყალიბებას, სხვა და სხვა პროგრამის გამოყენებას აღნიშნულ პროცესში (Excel, Canva)
** რეპორტის ვენჩურულ ინვესტორებთან გადაგზავნას და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას.
** დარგობრივ ანალიზს და სტარტაპ ინდუსტრიაში ტენდენციების შესწავლას

მოთხოვნები კანდიდატთან:

** ინგლისურის მაღალ დონეზე ცოდნა - C1
** მათემატიკის მაღალ დონეზე ცოდნა
** სასურველია ფინანსების, ინვესტიციების მიმართულებით გამოცდილება/განათლება

უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური უნარები
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე
** განვითარებაზე ორიენტაცია
** პრობლემების დამოუკიდებლად გადაწყვეტის უნარი
** გუნდურობა

დასაქმების სტრუქტურა: სრული
ანაზღაურება თვეში: 2000 ლარიდან

Irakli Kashibadze
CEO
Future Laboratory
ტელ:+995595919911
ელფოსტა: ikashibadze@futurelab.ge
ვებსაიტი: https://www.futurelab.ge/

რეზიუმე და სამოტივაციო წერილი (აუცილებელია! დაწერეთ თუ რატომ გსურთ ამ საკითხზე მუშაობა) გამოაგზავნეთ მისამართზე: ikashibadze@futurelab.ge

კანდიდატის პირველადი შერჩევის შემთხვევაში, განხორციელდება 1 კვირის განმავლობაში გამოსაცდელი სამუშაო პროცესი, დღეში 1-2 საათით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |