www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცერი
მომწოდებელი: დაირექტ დებიტ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 20 ივლისი / განცხადების ვადა: 25 აგვისტო

შპს "დაირექტ დებიტ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბელიაშვილის 106
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი (10:00 - 19:00)

ძირითადი მოვალეობები:

** IT უსაფრთხოების რისკების და ინციდენტების იდენტიფიკაცია, ანალიზი და მართვა;
** ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის მოთხოვნათა შესრულების ყოველდღიური მონიტორინგი;
** ინფორმაციული უსაფრთხოების გამოვლენილი ფაქტების/დარღვევების შესახებ ანგარიშის მომზადება;
** ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე შესაბამისი პოლიტიკების შემუშავება და მათ შესრულებაზე მონიტორინგი;
** პოლიტიკიდან გადახრების აღმოჩენის შემთხვევაში, ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;
** ინფორმაციასთან მომხმარებლის წვდომის, პროცედურების ანალიზი, გადაჭრის პროცესების/ინსტრუქციების მართვა;
** არსებულ სისტემებსა და პროექტებში ინფორმაციული უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრა;
** ინფორმაციული რესურსების გამოყენების, ადმინისტრირებისა და წვდომების უფლებების მინიჭების კონტროლი;
** ინფორმაციული აქტივებისა და მათი წვდომის აღწერა;
** ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემების კონფიგურაცია, ადმინისტრირება და მონიტორინგი (Endpoint Protection, DLP, SIEM, WebProxy, RSA)
** ახალი ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემების შესწავლა, შერჩევა და დანერგვა;
** თანამშრომლებისათვის ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე კონსულტაციის გაწევა;
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);
** საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგში მუშაობის გამოცდილება მიჩნეულ იქნება უპირატესობად;
** IT ინფრასტრუქტურის ზოგადი ცოდნა;
** უსაფრთხოების თანამედროვე პრინციპების, მეთოდების, მოდელებისა და პროტოკოლების ცოდნა;
** საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სისტემების კარგი ცოდნა;
** ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტების ISO, COBIT, PCI ცოდნა (PCI DSS სტანდარტების ცოდნა მიჩნეულ იქნება უპირატესობად.)
** ინგლისური ენის (როგორც წერითი, ისე ზეპირი) ბრწყინვალე ცოდნა;
** სავალდებულოა DLP (Data loss prevention) და Antimalware სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** სავალდებულოა SIEM (Security information and event management) სისტემების მუშაობის პრინციპის ცოდნა
** სავალდებულოა PAM (privileged access management) სისტემების მუშაობის პრინციპების ცოდნა

ძირითადი უნარ-ჩვევები:

** დამოუკიდებლად და გუნდთან ერთად მუშაობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** სამუშაო პროცესის დანერგვა და მართვა;
** ორგანიზებული და მოწესრიგებული;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ.

დამატებითი ინფორმაცია:

საწყისი ანაზღაურება იქნება კანდიდატის ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისი.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: ddgjobs@ddg.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - "ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცერი"

შპს დაირექტ დებიტ ჯორჯიაში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს დაირექტ დებიტ ჯორჯიას მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |