www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დამლაგებელთა ზედამხედველი
მომწოდებელი: სასტუმრო ხედი
გამოქვეყნდა: 20 ივლისი / განცხადების ვადა: 19 აგვისტო

ახალი დიზაინ - ოტელი "ხედი", რომლის გახსნაც იგეგმება 2022 წლის ზაფხულში, აცხადებს ვაკანსიას დამლაგებელთა ზედამხედველის თანამდებობაზე
სასტუმრო მოიცავს სხვადასხვა კატეგორიის 60 ნომერს, პანორამულ რესტორანს სასტუმროს ზედა სართულზე, საკონფერენციო და ღონისძიების დარბაზს, ფიტნეს კლუბსა და სპას.

ჩვენ ვიწვევთ ჩვენს გუნდში ენერგიულ, კრეატიულ და კეთილსინდისიერ თანამშრომლებს, რომლებიც მიისწრაფვიან პროფესიული განვითარებისკენ და კარიერული ზრდისკენ

მოვალეობები:

** სამუშაო დავალებების შექმნა სუპერვაიზერის დაქვემდებარებაში მყოფი ყველა თანამშრომლისათვის
** გაცემული დავალებების კოორდინირება მათი დროულად შესრულებისათვის
** მონაწილეობა სასტუმროში განთავსებული ყველა ნომრის დღიურად მომსახურებაში არსებული სტანდარტების შესაბამისად შესრულებაში
** ოთახებისა და სასტუმროში არსებული საზოგადოებრივი ზონების დალაგების ხარისხის შემოწმება და კონტროლი
** სახარჯი მასალის, სარეცხი საშუალებების, საკანცელარიო ნივთების, თეთრეულის და სხვა ინვენტარისა თუ საშუალებების აღრიცხვის წარმოება
** სასტუმროში არსებული და დამატებითი სტანდარტების შესრულების უზრუნველყოფა
** სასტუმროში არსებული თეთრეულის ბრუნვის კონტროლის განხორციელება
** სასტუმროს ნომრების, საზოგადოებრივი და სამსახურებრივი ზონების გენერალურად დასუფთავების კონტროლის განხორციელება

მოთხოვნები:

** საშუალო ან უმაღლესი განათლება
** გამოცდილება აღნიშნულ სფეროში 4 და 5 ვარსკვლავიან სასტუმროში, არანაკლებ 60 სანომრე ფონდით
** საკუთარ დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების სამუშაოს დაგეგმვა
** ინგლისური და რუსული ენების სალაპარაკო დონეზე ცოდნა;
** პროგრამა PMS (fidelio) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** გუნდში მუშაობის უნარი

პირობები:

** დასაქმება საქართველოში არსებული შრომითი კანონმდებლობის შესაბამისად
** 5 დღიანი სამუშაო გრაფიკი
** სტაბილური ხელფასი
** უფასო კვება
** პროფესიული და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა
** ანაზღაურება განისაზღვრება გასაუბრების შედეგების მიხედვით

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, ელექტრო-ფოსტაზე: khedi.hsk@yandex.ru

გთხოვთ, რეზიუმეები გამოაგზავნოთ მხოლოდ კვალიფიცირებულმა კანდიდატებმა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |