ტექნიკის აქსესუარების კომპანია "ტექნოლაბი" 2019 წლიდან წარმატებულად ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. აღნიშნული კომპანია აცხადებს შერჩევას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.
დასაქმების ადგილი: თბილისი, რუსთავი.
ძირითადი მოვალეობები:
** გასაყიდი პროდუქციის ზედმიწევნით შესწავლა;
** მაღაზიაში შემოსულ მომხმარებელთან კომუნიკაცია, საჭიროების დადგენა და შესაბამისი პროდუქტების შეთავაზება;
** პროდუქციის მიღება და სარეალიზაციო დარბაზში განთავსება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე, სასურველია ტექნიკის აქსესუარების გაყიდვების სფეროში.
პიროვნული თვისებები:
** ეფექტური კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირება;
** ადაპტაციისა და სწრაფად ათვისების უნარი.
სახელფასო განაკვეთი: 400-600 ლარი
სამუშაო გრაფიკი: 10:00-16:00 და 16:00-22:00 ან ყოველი ორი 12 საათიანი სამუშაო დღის შემდეგ ორი დღე დასვენება.
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გადმოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე: technolabmarket2@gmail.com.
გისურვებთ წარმატებას!