www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: TNET
გამოქვეყნდა: 20 ივლისი / განცხადების ვადა: 19 აგვისტო

"TBC Net" წარმოადგენს თიბისი ჯგუფში შემავალ კომპანიას, რომელიც აერთიანებს შემდეგ ციფრულ პლატფორმებს: Livo, Vendoo, Swoop, Myauto, Mymarket, Myhome, Myparts, გუნდისთვის ეძებს გაყიდვების სპეციალისტს.

ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი;
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით;
სამუშაო დღის დასაწყისი: 10:00-დან 19:00 საათამდე;
სამუშაო დღის ხანგრძლივობა: 8 საათი+1 საათი დასვენება;
შვებულება: ნამუშევარი თვეების პროპორციულად (თვეში 2დღე)+ 4 day off წელიწადში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ყოველთვიური, კვარტლური და წლიური გაყიდვების ინდივიდუალური/გუნდური გეგმების შესრულებაზე ზრუნვა;
** ყველა იმ კლიენტის ბიზნეს შემთხვევის შესწავლა და გაანალიზება, რომლებიც თანამშრომლობდნენ კომპანიასთან, ამასთანვე გუნდის ლიდერთან ერთად შექმნას მათთან დაკავშირების ახალი სტრატეგიები;
** პარტნიორი კომპანიებისთვის კონსულტაციის გაწევა და მოლაპარაკებების წარმოება;
** პარტნიორი კომპანიების შენარჩუნებაზე ზრუნვა, მათთვის სრულყოფილი სერვისის შეთავაზებით;
** ახალი კორპორატიული კლიენტების მოძიება, მათი მოთხოვნების შესწავლა და საჭიროებიდან გამომდინარე, შესაბამისი პირობების შეთავაზება;
** ბაზარზე მიმდინარე მდგომარეობის მონიტორინგი და კონკურენტების შეფასება (ფასები, სერვისები);
** გაყიდვების გუნდის განვითარებისა და პროცესების ჩამოყალიბებაში ჩართულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ბოლო კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის მიმართულებით;
** გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;

უნარები:

** გაყიდვებისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** შედეგებსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** უკუკავშირისადმი ღიაობა;
** პრობლემებზე სწრაფად რეაგირებისა და მათი გადაჭრის გზების დასახვის უნარი;
** ანალიტიკური უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** ცვლილებების მიმართ ადაპტირებულობა.

თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ზემოთ მოთხოვნილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებთ და ასევე გინდათ, რომ იმუშაოთ ყველაზე ახალგაზრდულ, თავისუფალ და თანამშრომლებზე მორგებულ გარემოში მაშინ გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: hr@tbcnet.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |