"ასპ-გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ინვენტარიზაციის მენეჯერის პოზიციაზე.
"ასპ-გრუპი"-ს საქმიანობას წარმოადგენს ავტომობილების, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო და სპეც-დანიშნულების ტექნიკის რეალიზაცია, მასთან დაკავშირებული სათადარიგო ნაწილების იმპორტი და სრული სერვისული მომსახურების გაწევა. კომპანიას 20 წლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია აღნიშნულ სფეროში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** აწარმოოს კომპანიის სარეალიზაციო/სასაწყობე ობიექტების რევიზია;
** წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით განახორციელოს ობიექტების მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია;
** აწარმოოს ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია/მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია საავტომობილო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სავალდებულოა MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@aspgroup.ge 2022 წლის 19 აგვისტომდე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გამოხმაურება მოხდება მხოლოდ საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამის კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!