www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: ინტელექსპრესი
გამოქვეყნდა: 20 ივლისი / განცხადების ვადა: 20 აგვისტო

საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა "ინტელექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე

განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე (10:00-19:00)
ადგილმდებარეობა: თბილისი, ჩუღურეთი, ბიზნეს ცენტრი "მოზაიკა"

სამუშაოს აღწერილობა:

** შემომავალ ზარებსა და კორესპონდენციაზე დროული და ადეკვატური რეაგირება;
** შემოსული კორესპონდენციის დახარისხება, არქივაცია და/ან შესაბამის სამსახურებში გადამისამართება;
** ოფისის საკანცელარიო/ტექნიკური/სამეურნეო მასალით უზრუნველყოფა და მარაგების კონტროლი;
** შეხვედრების ორგანიზება, ოფისის ვიზიტორების დახვედრა და შესაბამისი პროგრამული აღრიცხვა;
** საკურიერო მომსახურების ორგანიზება და კონტროლი კომპანიის ფილიალების მასშტაბით;
** სამუშაო სივრცის ჰიგიენისა და ტექნიკური ნაწილის გამართული მუშაობის კონტროლი (შესაბამის თანამშრომლებთან ერთად);
** საჭიროებისამებრ, კომპანიის მენეჯმენტისა და გენერალური დირექტორის მიერ მიცემული დავალებების შესრულება.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;
** გამართული საკომუნიკაციო უნარები;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** საოფისე ინვენტართან მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV, შემდეგ მისამართზე: vacancy@intelexpress.ge.

სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია "ოფისის მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში, მონაცემები ვერ განიხილება.

"ინტელექსპრესი" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |