www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: სასტუმრო რუმს ყაზბეგი
გამოქვეყნდა: 25 ივლისი / განცხადების ვადა: 25 აგვისტო

სასტუმრო "Rooms Kazbegi" აცხადებს ვაკანსიას შვეიცარის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების დახვედრა და გაცილება;
** სასტუმროს მომსახურების, არსებულ სერვისებსა და პროდუქტების შესახებ სრული ინფორმაციის ფლობა;
** მაღალი დონის მომსახურების გაწევა თითოეული სტუმრისთვის;
** სტუმრისთვის ბარგის ოთახში მიწოდება და თხოვნის შემთხვევაში დამატებითი დახმარება;
** ბარგის ოთახსა და ფოიეში სისუფთავის დაცვა;
** ბარგის ურიკის მოვლა და მოწესრიგება;

საჭირო უნარები:

** გამართულად საუბარი ქართულ და ინგლისურ ენაზე;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 25 აგვისტომდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.kazbegi@roomshotels.com. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

მოცემულ ვაკანსიას შესაძლოა დაემატოს პუნქტები ან შეცვალოს ზემოთმოყვანილი აღწერილობა.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "აჭარა ჯგუფმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |