www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექნიკური მენეჯერი
მომწოდებელი: ინვეტ ფიდი
გამოქვეყნდა: 25 ივლისი / განცხადების ვადა: 25 აგვისტო

ვეტერინარული კომპანია "ინვეტ ფიდი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია "ინვეტ ფიდი", როგორც შპს "ინვეტი"-ს შვილობილი კომპანია, ქართულ ბაზარს ევლინება 2015 წლიდან და აწარმოებს ცხოველებისა და ფრინველების კომბინირებულ საკვებს.

კომპანია ორიენტირებულია ქართული წარმოების განვითარებაზე, შესაბამისად მისი უპირატესობაა წარმოებაში ადგილობრივი ნედლეულის გამოყენება და მაღალხარისხიანი ქართული პროდუქციის დამზადება.

სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით
სამუშაო ადგილი: ქ. მცხეთა (კომპანია უზრუნველყოფს საკუთარი ტრანსპორტით სამუშაო ადგილამდე მიყვანას)
კვება: კვება კომპანიის ხარჯზე
ბენეფიტი: დაზღვევა

ძირითადი მოვალეობები:

** წარმოების დანადგარების გამართულ და უწყვეტ რეჟიმში მუშაობის უზრუნველყოფა;
** საწარმოს დანადგარების გეგმიური შემოწმება, რემონტისა და შემოწმების გრაფიკის შედგენა/შესრულება;
** სათადარიგო და სახარჯი მარაგის მუდმივი კონტროლი;
** ხარჯთაღრიცხვის მომზადება სარემონტო სამუშაოებისთვის;
** ტექნიკური პროცესის კონტროლი და რეპორტინგი;
** საწარმოს საოპერაციო სისტემის ოპერირება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია ტექნიკური/საინჟინრო მიმართულებით;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა აუცილებელია;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

დამატებითი უნარ-ჩვევები: მართვის მოწმობა - B კატეგორია

პიროვნული თვისებები:

** კრეატიულობა და ანალიტიკური აზროვნება;
** სწორი კომუნიკაციის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

"ინვეტ ფიდი" გთავაზობთ დინამიურ სამუშაო გარემოს, პროფესიული და კარიერული ზრდის საშუალებას, კრეატიული იდეების გაზიარების შესაძლებლობას. კომპანია მუდმივად ზრუნავს კადრების განვითარებაზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. მისამართზე hr@invet.com.ge არაუგვიანეს 2022 წლის 25 აგვისტომდე.

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |