www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უსაფრთხოების ოფიცერი
მომწოდებელი: კაფე-ბარი შუქურა
გამოქვეყნდა: 25 ივლისი / განცხადების ვადა: 25 აგვისტო

კაფე-ბარი "შუქურა" (ციხისძირი) აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების ოფიცრის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** უსაფრთხოების დეპარტამენტის მენეჯერისგან მიღებული დავალებების შესრულება;
** არასასურველი პირის ობიექტიდან დროული გასტუმრების უზრუნველყოფა;
** ტერიტორიაზე არსებულ სიტუაციაზე ინფორმაციის ფლობა და გადამოწმება;
** უსაფრთხოების დეპარტამენტის ზემდგომი რგოლებისთვის (მენეჯერი, ზედამხედველი, ცვლის უფროსი) დეტალური ანგარიშის მიწოდება უსაფრთხოების წესების ნებისმიერი სახით დარღვევის შესახებ;
** სტუმრების და თანამშრომლების შრომის და სიცოცხლის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** საგანგაშო სიგნალის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება დადგენილი სტანდარტის მიხედვით;
** ევაკუაციის შემთხვევაში გაწერილი პროცედურის შესაბამისად მოქმედება;
** სტუმრების და თანამშრომლების დაცვა;
** ტერიტორიის მონიტორინგი, ადგილზე ან კამერების საშუალებით;
** პრობლემური სიტუაციების გამკლავება საჭიროების მიხედვით;
** ცვლის ზედამხედველისთვის ცვლის ანგარიშის მიწოდება;

დამატებითი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** გამართული მეტყველება ქართულ და ინგლისურ ენაზე, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ფიზიკური გამძლეობა;
** რამდენიმე დავალების კოორდინირების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 25 ივლისამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@adjaragroup.com და სათაურის ველში გთხოვთ აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "აჭარა ჯგუფმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |