კავკასიის უნივერსიტეტი, კავკასიის ეკონომიკის სკოლა (CSE) აცხადებს კონკურსს ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად შემდეგ მიმართულებაზე:
მიკროეკონომიკა (1 ვაკანტური ადგილი)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ასოცირებული პროფესორისთვის:
ასოცირებულ პროფესორად 7 წლის ვადით აირჩევა შესაბამის დარგში დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი.
ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას კვალიფიციური პირი, პროფესიული ნიშნით. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავების აუცილებელი კომპეტენცია.
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლიანი;
** სამართლიანი და დისციპლინირებული;
** კომუნიკაბელური;
** კრეატიული;
** მოტივირებული;
** ცოდნის გადმოცემის და პრეზენტაციის უნარი;
** აუდიტორიასთან ურთიერთობის უნარი;
** დარწმუნების და მოსმენის უნარი;
** ინდივიდუალური მიდგომის უნარი;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** როგორც გუნდში, ისე ინდივიდუალურად მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:
** რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენაზე (CV - მოიცავდეს ინფორმაციას სწავლებისა და სამეცნიერო მოღვაწეობის შესახებ);
** პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
** ორმაგი ვაქცინაციის დამადასტურებელი ცნობა;
** განათლების (კვალიფიკაციისა და აკადემიური ხარისხის/წოდების) დამადასტურებელი დოკუმენტაციის (დოქტორის/მაგისტრის/ბაკალავრიატის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტები) ასლები, დოქტორანტების შემთხვევაში - სადოქტორო პროგრამაზე სწავლის შესახებ ცნობა;
** საზღვარგარეთ დაცული ხარისხის შემთხვევაში, ავთენტურობისთვის განსაზღვრული საჭირო დოკუმენტაცია;
** სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა და ბოლო ერთი წლის განმავლობაში სხვა უსდ- (ებ)ში არსებული დატვირთვების შესახებ ინფორმაცია;
** საკანდიდატო/სადოქტორო და სამაგისტრო თემის შესახებ ინფორმაცია (თემის სათაური, დარგი, მიმართულება);
** სტატიების, წიგნების, მონოგრაფიების თუ სხვა სამეცნიერო შრომების შესახებ სრული ინფორმაცია, რომელიც მოიცავს: ნაშრომის სახელწოდებას, გამოქვეყნების ადგილს, თარიღს, გვერდების რაოდენობას და გამომცემლობის დასახელებას, ასევე, ნაშრომის გარე ყდის ასლებს (კონკურსის მიზნებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბოლო 5 (ხუთი) წლის მანძილზე არსებული მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
** სერტიფიკატები, ჯილდოები და სხვა დოკუმენტები;
** აკადემიური/სამეცნიერო თანამდებობის დაკავების მიზნით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისი სხვა დოკუმენტაცია, პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები.
კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:
** I ეტაპი - წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა
** II ეტაპი - პრეზენტაცია/გასაუბრება
** III ეტაპი - კონკურსის შეჯამება.
კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და კონკურსის მეორე ეტაპზე დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, ვინც პირველ ეტაპს გადალახავს წარმატებით!
კონკურსის გამოცხადების თარიღი: 25 ივლისი 2022 წ;
საბუთების მიღება: 2022 წლის 25 აგვისტოდან - 28 აგვისტოს ჩათვლით;
კონკურსის ჩატარების პერიოდი 2022 წლის აგვისტო;
კონკურსის ჩატარების ადგილი: ქალაქი თბილისი, პაატა სააკაძის #1;
კონკურსის შედეგების გამოქვეყნების პერიოდი: 2022 წლის სექტემბერი.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ მითითებული დოკუმენტები, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge ან წარმოადგინოთ ბეჭდური სახით, მისამართზე: პაატა სააკაძის #1, პერსონალის მართვის დეპარტამენტში.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით კავკასიის უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტს ელექტრონულ ფოსტაზე: hr@cu.edu.ge
ტელ.: 2 377777.
გთხოვთ, საგნის დასახელების ველში მიუთითოთ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის და მიმართულების სახელწოდება.