www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მიწოდების სუპერვაიზერი
მომწოდებელი: ფუდსერვისი
გამოქვეყნდა: 27 ივლისი / განცხადების ვადა: 27 აგვისტო

სს "ფუდმარტის" ჯგუფის წევრი, სადისტრიბუციო კომპანია შპს "ფუდსერვისი" აცხადებს ვაკანსიას მიწოდების სუპერვაიზერის პოზიციაზე ღამის ცვლაში.

შპს "ფუდსერვისი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო და ლოჯისტიკურ კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების ROSHEN-ის, DANONE-ის, SADIA-ას და ასევე საკუთარი ბრენდის SUPREMO-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

ჩვენ გთავაზობთ განვითარებაზე ორიენტირებული და მეგობრული გუნდის წევრობას!

ფუნქცია-მოვალეობები:

** ყოველდღიური მიწოდების მარშრუტების/თანამშრომელთა ცვლების დაგეგმვა/განაწილება და თანამშრომლებისთვის შესაბამისი მიმართულების/უკუკავშირის მიცემა;
** არსებული შეკვეთების შესაბამისად მიწოდების მარშრუტების ოპტიმიზაცია;
** მანქანების დატვირთვის პროცესის/ქსელში გასვლის/უკან დაბრუნების კონტროლი
** მიწოდებისთვის საჭირო ინვენტარის მონიტორინგი და აღრიცხვა;
** GPS კონტროლი;
** RS - ზე შესაბამისი ცვლილებების განხორციელება;
** დაქვემდებარებული თანამშრომლებისათვის დავალების მიცემა, საქმიანობის განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება;
** მიმდინარე სამუშაო პროცესის გადაბარება ცვლის შესაბამისი თანამშრომლისთვის (მიმდინარე პრობლემური საკითხები, დარჩენილი მაღაზიები, მანქანების შემოსვლის კონტროლი);
** წარმოების და საწყობის გუნდთან ერთად კოორდინირებული მუშაობა;
** ავტოპარკის გამართული მუშაობის მონიტორინგი და გაუმართაობის შემთხვევაში, შესაბამისი სამსახურისთვის ინფორმაციის მიწოდება;

მოთხოვნები / უნარები:

** უმაღლესი განათლება;
** არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** კომპიუტერული უნარი - MS office; Windows, Outlook, ERP პროგრამა;
** B, კატეგორიის მართვის მოწმობა; (სასურველია C კატეგორიის მართვის მოწმობა);
** გუნდის ლიდერობა და მართვა;
** დაგეგმვა და ორგანიზება;
** შედეგზე ორიენტირება;
** პროდუქტიულობა;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@gfs.ge. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |