"ჰუალინგ ჯგუფის" წევრი კომპანია სს "Hualing International Special Economic Zone" აცხადებს ვაკანსიას სახანძრო უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ობიექტზე ინსპექციის (შემოვლითი შემოწმების) ჩატარება და რემონტის ქვეშ მყოფი სივრცის ხანძარ-უსაფრთხოებაზე შემოწმება. შემოწმების აღრიცხვის ფორმის ყოველდღიურად წარმოება.
** სახანძრო პატრულირების რეგულარულად წარმოება. პატრულირების დროს აღმოჩენილი პრობლემების შესახებ ხელმძღვანელის დაუყოვნებლივ ინფორმირება.
** ხანძარსაწინააღმდეგო დანადგარების რეგულარულ შემოწმება და ტესტირება.
** ცეცხლის ქრობის სისტემის: სახანძრო კარადების, სპრინკლერების, შიდა ჰიდრანტების, გარე მიწისქვეშა კომუნიკაციების შემოწმება. ხანძარსაწინააღმდეგო დანადგარების საიდენტიფიკაციო ნიშნების/აღმნიშვნელების შემოწმება;
** ხანძარსაწინააღმდეგო დანადგარების და განგაშის სისტემის, ცეცხლის ქრობის სისტემის, წყლის მიწოდების სისტემის, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების, ყოველდღიური სახანძრო უსაფრთხოების აღრიცხვა.
სავალდებულო მოთხოვნები:
** სახანძრო უსაფრთხოების ტრეინინგის დამადასტურებელი დოკუმენტი.
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** სამუშაო ტერიტორიის რელიეფურ განლაგების, სართულების განლაგების, ხანძარსაწინააღმდეგო დანადგარების განლაგების ადგილების, ცეცხლმაქრის განთავსების წერტილების, განგაშის მოწყობილობების, სართულებზე ჰიდრანტების განლაგების ნორმების ცოდნა.
** უნდა შეეძლოს ყველა სახის ცეცხლმაქრი დანადგარის გამოყენება, კარგად იცნობდეს სახანძრო სიგნალიზაციის მართვის წესებს;
** სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეგულაციების ცოდნა
** სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებული საჭირო ტექნიკისა და ინვენტარის გამოყენება.
** სასურველია უმაღლესი ტექნიკური განათლება
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე მისამართზე: hr@hualing.ge 2022 წლის 10 აგვისტომდე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.