www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ოპპა
გამოქვეყნდა: 27 ივლისი / განცხადების ვადა: 27 აგვისტო

სს "ოპპა" ფინანსურ - ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს მომხმარებლებს სწრაფი გადახდის სერვისებს, როგორიცაა PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალები. უახლესი ტექნოლოგიები, სისწრაფე, სიმარტივე და ხარისხი ჩვენი მთავარი ღირებულებებია. ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გარშემო 350-ზე მეტი თანამშრომელი ერთიანდება.

სს "ოპპა" აცხადებს ვაკანსიას კახეთის წარმომადგენლობის მოლარის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თელავი

პოზიციის მიზანი: სალაროში არსებული თანხების ადმინისტრირება.

რას გააკეთებ:

** შესაბამისი პროცედურის მიხედვით უზრუნველყოფ სალაროში შემოსული თანხის დათვლას და დაბალანსებას;
** არსებული თანხისა და ქვითრის შედარებას.

კარგი იქნება გქონდეს:

** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა;
** მათემატიკური და ანალიტიკური უნარები;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

დამატებითი მოთხოვნები: უძრავი ქონებით უზრუნველყოფა;

უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრიორიტეტების დასახვა;
** დროის მართვა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე მისამართზე career@oppa.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს.

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"- მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.

სს "ოპპას" შერჩევის პროცესი თავისუფალია ყველა სახის დისკრიმინაციისგან, ითვალისწინებს და აკმაყოფილებს პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპებს და მოქმედებს დისკრიმინაციის აკრძალვის ფარგლებში. გამოხატული დისკრიმინაციის შემთხვევაში შეგიძლია მოგვმართოთ ცხელ ხაზზე: 2 303 308.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |