www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ორგანიზაციული უსაფრთხოების ექსპერტი
მომწოდებელი: თანასწორობის მოძრაობა
გამოქვეყნდა: 27 ივლისი / განცხადების ვადა: 10 აგვისტო

არასამთავრობო ორგანიზაცია "თანასწორობის მოძრაობა" 2011 წლიდან აქტიურად მუშაობს კვლევითი, აკადემიური, ადვოკატირების და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. მისი მიზანია ლგბტქ თემის საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაცია, მათთვის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიური და სექსისტური განწყობების შემცირება. ორგანიზაცია სამიზნე აუდიტორიას სთავაზობს იურისტის, ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის უფასო კონსულტაციებს. ასევე, აივ-ტესტის, სელფ-ტესტის, პრეპის და პეპის პროგრამებს.

ორგანიზაცია აცხადებს ვაკანსიას ორგანიზაციული უსაფრთხოების ექსპერტის შესარჩევად, რომელიც შეიმუშავებს ორგანიზაციული უსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტს.

მოთხოვნები:

** ორგანიზაციული უსაფრთხოების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
** ორგანიზაციული უსაფრთხოების პროტოკოლის დოკუმენტის შექმნის გამოცდილება
** საერთაშორისო ან/და ადგილობრივ ორგანიზაციებში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ლგბტქ საკითხებისადმი მაღალი მგრძნობელობა

ორგანიზაციული უსაფრთხოების პროტოკოლის დოკუმენტი უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს:

** ორგანიზაციაში არსებული პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება და დაცვა
** ოფისის სივრცის უსაფრთხოებისთვის პროტოკოლის შემუშავება და გასატარებელი ღონისძიებების განსაზღვრა
** ორგანიზაციაში დასაქმებული თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის პროტოკოლის შემუშავება და გასატარებელი ღონისძიებების განსაზღვრა
** ფორს-მაჟორში რეაგირების პროტოკოლი

კონკურსის ეტაპები:

** განცხადებების გადარჩევა;
** გასაუბრება.

სამუშაოს განხორციელების პერიოდი: 10 აგვისტო, 2022 - 10 სექტემბერი, 2022.
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 7 აგვისტო, 2022.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@equality.ge. სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ორგანიზაციული უსაფრთხოების ექსპერტი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომელთა რეზიუმე დააკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

ააიპ "თანასწორობის მოძრაობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, სერტიფიკატი და სხვა ნებისმიერი დოკუმენტაცია) არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება 1 (ერთი) წლის ვადით.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |