www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: კონსილიუმ მედულა
გამოქვეყნდა: 27 ივლისი / განცხადების ვადა: 27 აგვისტო

"კონსილიუმ მედულა" 2003 წელს დაარსებული მრავალპროფილური კლინიკაა.

კლინიკაში მომხმარებელს შეუძლია უმაღლესი ხარისხის დიაგნოსტიკური, ამბულატორიული, ქირურგიული და ონკოლოგიური მომსახურების მიღება.

"კონსილიუმ მედულა" ორიენტირებულია პაციენტთა მკურნალობის და მოვლის სტანდარტის ამაღლებაზე, პროფესიული ცოდნის გავრცელებასა და მკურნალობის ინოვაციური მეთოდების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე.

"კონსილიუმ მედულა" ეძებს გუნდის ახალ წევრს ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, პოლიტკოვსკაიას 8.
განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი
ანაზღაურება: ფიქსირებული + საბონუსე სისტემა

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში თქვენ იმუშავებთ, მზრუნველ, კეთილგანწყობილ, გამოცდილ და პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** შემომავალი სატელეფონო ზარების მიღება და გამავალი ზარების განხორციელება;
** პაციენტის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მოძიება/გადამოწმება და მიწოდება;
** ექიმთან ვიზიტის დაგეგმვა და პროგრამული ასახვა;
** პაციენტის მიერ დაფიქსირებული პრეტენზიის შესახებ ინფორმაციის მოძიება და უკუკავშირი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენის ცოდნა;

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr.medconsilium@gmail.com. გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ქოლცენტრის ოპერატორი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"კონსილიუმ მედულა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

შპს "მრავალპროფილური კლინიკა კონსილიუმ მედულა"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "მრავალპროფილური კლინიკა კონსილიუმ მედულა"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |