www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შოურუმის კონსულტანტი
მომწოდებელი: გარდი სისტემსი
გამოქვეყნდა: 27 ივლისი / განცხადების ვადა: 27 აგვისტო

"გარდი სისტემსი" არის მზარდი და მუდმივ განვითარებაზე კომპანია რომელიც ქართულ ბაზარზე მოღვაწეობს 2017 წლიდან. "გარდი სისტემსი" არის შეკუმშული ჰაერის სფეროში მოღვაწე კომპანია რომლის ძირითადი პროფილია შესაბამისი ტექნოლოგიების პროექტირება, იმპორტი, ინსტალაცია და შემდგომი სერვისი. ჩვენ გთავაზობთ ნებისმიერი სირთულის გადაწყვეტილებებს როგორც მცირე ოპერატორებისთვის ასევე მსხვილი ინდუსტრიული ორგანიზაციებისთვის.

"გარდი სისტემსი" დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური მენეჯერების და სპეციალისტების გუნდით რომლებიც წარმატებით ართმევენ თავს კომპანიის წინაშე დასმულ ამოცანებს, კერძოდ შეკუმშული ჰაერის სფეროში შესთავაზონ მომხმარებელს პროფესიონალური გადაწყვეტილებები და იზრუნონ შეთანხმებული მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებების აღსრულებაში, კომპანია "გარდი სისტემსის" ერთ-ერთ ძლიერ მხარეს წარმოადგენს სერვისი რომელიც განვითარებაც ყოველთვის პრიორიტეტია, ვინაიდან ჩვენი მომხმარებლების მიმდინარე და მომავალი კმაყოფილების ხარისხი მუდამ მაღალი სტანდარტისაა.

კომპანია "გარდი სისტემსი" აცხადებს ვაკანსიას შოურუმის კონსულტანტის თანამდებობაზე.

** პროდუქციის მოწესრიგება, მაღაზიის ვიზუალზე ზრუნვა
** მაღაზიის ყოველდღიური მუშაობის პროცესში ჩართულობა
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, სწორი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება და მათი მოთხოვნის დაკმაყოფილება
** ფასმაჩვენებლების და საორიენტაციო ნიშნების სწორად განთავსება
** მაღაზიაში განლაგებული პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა
** მენეჯერის სხვადასხვა დავალების შესრულება
** მომხმარებელთან აქტიური კომუნიკაცია, მისი საჭიროებების დადგენა და პროდუქციის შეთავაზება
** შოურუმში არსებული პროდუქციის რაოდენობების კონტროლი

პიროვნული თვისებები:

** ტექნოლოგიური სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი.
** ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** კომუნიკაციის კარგი უნარი.
** გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ შემდეგს:

** მაღალი თვით რეალიზაციის მიღწევის საშუალება.
** სტაბილური და მზარდი ანაზღაურება.

შოურუმის ლოკაცია: https://goo.gl/maps/KgcEY8yZPK3A9zeg7

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: hr@gardis.ge. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |