www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: თამაშის წარმდგენი
მომწოდებელი: Europebet
გამოქვეყნდა: 27 ივლისი / განცხადების ვადა: 27 აგვისტო

"ევროპაბეთი" 2010 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და იკავებს ერთ-ერთ წამყვან პოზიციას ონლაინ თამაშების სფეროში. კომპანიის მიზანს და ძირითად ფასეულობას წარმოადგენს, გაუწიოს მომხმარებელს ინდუსტრიაში საუკეთესო მომსახურება და მისცეს პროდუქტების ფართო არჩევანი, ხოლო კომპანიის თანამშრომლებისათვის შექმნას კომფორტული და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო.

2015 წლის ივნისიდან "ევროპაბეთი" შეუერთდა "ბეთსონ ჯგუფს" ("Betsson Group"; დაფუძნებული შვედეთში, სათავო ოფისი განთავსებულია მალტაზე). "ბეთსონ ჯგუფი" 57 წელია ოპერირებს ევროპის ბაზარზე და წარმოდგენილია სტოკჰოლმის საფონდო ბირჟაზე.

"ევროპაბეთი" აცხადებს ვაკანსიას თამაშის წარმდგენის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კამერასთან მუშაობა, სტუდიიდან ონლაინ რეჟიმში თამაშის წაყვანა პროტოკოლის შესაბამისად;
** თამაშის პროცესში შესაბამისი ანონსების გამოცხადება ფსონების მიღების, მოგებული რიცხვისა და ა.შ შესახებ;
** თამაშის მიმდინარეობისას ტექნიკური გამართულობის კონტროლი;
** უშუალო ხელმძღვანელისათვის ინფორმაციის მიწოდება;
** გუნდთან ერთად მუშაობა და პასუხისმგებლობის გაზიარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** სრული საშუალო განათლება;
** დილერად/ონლაინ დილერად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ქართული ენაზე გამართულად მეტყველების უნარი;
** აზარტული თამაშების საბაზისო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** პოზიტიური და სერვისზე ორიენტირებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ახალი ცოდნის სწრაფად ათვისების უნარი;
** ახალ გარემოში სწრაფად ადაპტირების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული/არასტანდარტული სამუშაო გრაფიკი, რომელიც მოიცავს როგორც დღის, ასევე ღამის სამუშაო ცვლას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@europebet.com და ელფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "თამაშის წარმდგენი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |