www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მტვირთავი
მომწოდებელი: ამბოლი
გამოქვეყნდა: 27 ივლისი / განცხადების ვადა: 27 აგვისტო

შპს "ამბოლი" წარმოადგენს "Georgia Capital PLC" (https://georgiacapital.ge) ჯგუფში შემავალ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2003 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში ავტონაწილებისა და საბურავების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.amboli.ge | www.facebook.com/amboli.ge

"ამბოლი" აცხადებს ვაკანსიას მტვირთავის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის მიღებისას დისტრიბუციის მანქანის დაცლა;
** საწყობში მიღებული პროდუქციის მიღება/დასაწყობების უზრუნველყოფა;
** ფილიალებიდან მიღებული შეკვეთების აღრიცხვა;
** პროდუქციის განაწილება მიწოდების აგენტებისთვის;
** რეალიზებული პროდუქციის მომხმარებლის სატრანსპორტო საშუალებაში ჩატვირთვა.

ძირითადი მოთხოვნა: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

აუცილებელი უნარები:

** ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@amboli.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - "მტვირთავი".

კომპანია "ამბოლში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ამბოლის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |