www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: ფოლადის სახლი
გამოქვეყნდა: 27 ივლისი / განცხადების ვადა: 27 აგვისტო

ლითონისა და სამშენებლო მასალების მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანია ფოლადის სახლი 20 წელზე მეტია რაც წარმატებით პოზიციონირებს სამშენებლო-სარემონტო ბაზარზე.

განვითარების მზარდი ტემპიდან გამომდინარე, კომპანია მალევე გადავიდა ბრენდინგისა და რეფორმების ეტაპზე და დღეს უკვე წარმატებით ფუნქციონირებს როგორც რამდენიმე ბიზნეს მიმართულების ჰოლდინგი.

კომპანია "ფოლადის სახლის" შესახებ სრული ინფორმაციის სანახავად, გთხოვთ, ესტუმროთ ვებ-გვერდს: http://www.poladissakhli.ge

ფოლადის სახლი წარმოდგენილია 4 შოურუმით თბილისსა და ბათუმში.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას: შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის მიერ განსახორციელებელი შესყიდვების კოორდინაცია;
** მომწოდებლებთან შესაბამისი პროდუქციის მოძიება;
** ახალი მომწოდებლების მოძიება და მოლაპარაკების წარმოება;
** მომწოდებელთა ბაზის მუდმივი განახლება და განვითარება;
** დანახარჯების კონტროლი მაქსიმალური ეფექტიანობის მისაღწევად;
** გაფორმებული ხელშეკრულებების კონტროლი;
** ბაზარზე არსებული შესასყიდი პროდუქციის ტექნიკური და ხარისხობრივი შესწავლა;
** შესასყიდი პროდუქციის შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით ბაზრის მოკვლევა;
** სატენდერო წინადადებების მონიტორინგი;
** სხვადასხვა სახის კორესპონდენციისა და ანგარიშების მომზადება;
** კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მთავარი მოთხოვნა სპარსული ენის ცოდნა
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის და/ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით; ჩაითვლება უპირატესობად
** შესყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება - სამშენებლო სფეროში და/ან საწარმოში მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური და რუსული ენების კარგ დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარები;
** ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** საკითხის მიმართ პოზიტიური მიდგომისა და გადაჭრის უნარი;
** სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;
** ანალიტიკურად აზროვნება;
** ორგანიზებულობა, დროის ეფექტურად მართვის უნარი.

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: თბილისი, იუმაშევის ჩიხი #14
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე

ბენეფიტები:

** ტრანსპორტირება
** კვება
** სატელეფონო ლიმიტი

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@poladissakhli.ge - 2022 წლის 27 აგვისტოს ჩათვლით. გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: შესყიდვების სპეციალისტი.

კომპანია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |