www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერ-ოპერატორი
მომწოდებელი: გრინ კლიმატი
გამოქვეყნდა: 27 ივლისი / განცხადების ვადა: 26 აგვისტო

შპს "გრინ კლიმატი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის შექმნა (ინვოისი - გამოწერა/კორექტირება);
** სხვადასხვა განყოფილებებისგან მიღებული მოთხოვნების ანალიზი და მიწოდება შესაბამისი საშუალებებით;
** გააკონტროლოს ტვირთების მოძრაობის დროს თანდართული დოკუმენტაციის სისწორე;
** მიღებული ნედლეულის პროგრამაში ასახვა, დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი;
** უზრუნველყოს ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების დადგენილი წესით შენახვა;
** კონტრაგენტებთან შედარების აქტების წარმოება;
** მონაწილეობა მიიღოს კომპანიაში დაგეგმილ ინვენტარიზაციის პროცესში, საჭიროების შემთხვევაში, უქმე დღეებშიც უზრუნველყოს გადაუდებელი სამუშაოების შესრულება, რომლის დროულმა შეუსრულებლობამ შეიძლება მატერიალური ზიანი მიაყენოს კომპანიას;
** შეასრულოს ხელმძღვანელის სხვა მითითებები.

მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპებისა და ფინანსური საკითხების ცოდნა;
** პროგრამა 1C ცოდნა;
** საოფისე პროგრამების, განსაკუთრებულად Excel ის კარგად ცოდნა.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის 13
სამუშაო საათები: 10:00-18:00
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
ხელფასი: შეთანხმებით

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ninotokhadze1@gmail.com ან info@greenclimat.com

გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject line" - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ბუღალტერ-ოპერატორი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2022 წლის 26 აგვისტო.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის სანახავად გამოგვყევით გვერდზე: https://www.greenclimat.com/



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |