www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: ჯორჯიან მობაილ იმპორტი
გამოქვეყნდა: 29 ივლისი / განცხადების ვადა: 29 აგვისტო

კომპანია "ჯორჯიან მობაილ იმპორტი"/"Georgian Mobile Import" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:

1. გაყიდვების კონსულტანტი

მისამართი: ისთ-ფოინთის კარფური;
ხელფასი: 600-700 ლარი;
გრაფიკი: 13:00-20:00 (კვირაში ერთი დღე დასვენება)

მოვალეობები:

** მომხმარებლის საჭიროების დადგენა და შესაბამისი მომსახურების გაწევა;
** დამცავი ფირების (ბრონების) ბეჭდვა და დაკვრა მობილურ ტელეფონებზე;
** კომპანიაში არსებული მობილური ტელეფონების, ლეპტოპების, აქსესუარების მომხმარებლისთვის შეთავაზება და გაყიდვების პროცესის უზრუნველყოფა;
** კომპანიაში არსებული სიახლეების გაცნობა და შეთავაზება.

მოთხოვნები:

** სასურველია გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** დამცავი ფირების საბეჭდ აპარატთან მუშაობას შეისწავლით ადგილზე.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალური;
** კომუნიკაბელური;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პრეზენტაბელურობა.

2. სერვისის თანამშრომელი, ტექნიკოსი

მისამართი: ქ. თბილისი, ცაბაძის 8ბ.
ხელფასი: 1000-1500 ლარი;
გრაფიკი: 10:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი, ყოველი მეორე შაბათი)

მოვალეობები:

** მაღაზიაში არსებული ტექნიკის (სმარტფონები და ღილაკებიანი ტელეფონები,) შესახებ დეტალური ინფორმაციის ფლობა; მომხმარებლების საჭიროების დადგენა;
** პრობლემური ტექნიკის დიაგნოსტირება,
** პრობლემის დადგენა, ნაწილების შეცვლა/შეკეთება;
** პროგრამულად გამართვა.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV): marketing@goletiani.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

წარმატებები!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |