www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: სამედიცინო ლაბორატორია სინევო
გამოქვეყნდა: 29 ივლისი / განცხადების ვადა: 28 აგვისტო

ევროპული სამედიცინო ლაბორატორიების ქსელი საქართველოში "სინევო საქართველო" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის (საცალო და კორპორაციული მიმართულება) პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** კომუნიკაციის წარმოება ადგილობრივი სამედიცინო და არასამედიცინო დაწესებულებებთან, ექიმებთან.
** პროდუქტებზე მუშაობა და სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა,
** რეგულარული ანგარიშგება ხელმძღვანელი პირის წინაშე მიმდინარე საქმიანობის, მიღწეული პროგრესის, ცვლილებების, და/ან სამოქმედო გეგმის შესახებ.

ძირითადი მოთხოვნები:

** სამედიცინო განათლება;
** ქართული, ინგლისური, რუსული ენების ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ფარმაცევტულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

აუცილებელი უნარები:

** პრეზენტაციის კარგი უნარი (ვერბალური უნარი);
** კომუნიკაბელურობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა;
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობა;
** შედეგებზე ორიენტაცია;
** შეცვლილ გარემოში ადაპტირების და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** პროდუქციის მენეჯერად მუშაობის გამოცდილება და მარკეტინგში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00-18:00 საათამდე.

დაინტერესებულ პირებს, რომელთა კვალიფიკაცია შეესაბამება ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ინგლისურ ან ქართულ ენაზე, 2022 წლის 28 აგვისტომდე ელფოსტაზე: vacancy@synevo.ge. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება და რეგიონი წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

"სინევო" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

"სინევოში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "სინევოს" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |