www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: წარმოების მხარდაჭერის მენეჯერი
მომწოდებელი: ელთიბი
გამოქვეყნდა: 29 ივლისი / განცხადების ვადა: 29 აგვისტო

კომპანია "ელთიბი" ავეჯის მასალების და აქსესუარების ლიდერი იმპორტიორი კომპანია აცხადებს ვაკანსიას წარმოების მხარდაჭერის მენეჯერის თანამდებობაზე.

კომპანია "ელთიბი" წარმოადგენს ავეჯის მასალების იმპორტიორ ლიდერ კომპანიას. კომპანია "ელთიბი"-ს აქვს საკუთარი მაღაზიები/მომსახურება და საქართველოს მასშტაბით დილერთა ფართო ქსელი, სადაც წარმოდგენილია მრავალფეროვანი და ხარისხიანი ასორტიმენტი. კომპანია ორიენტირებულია მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაზე.

ლოკაცია: თორნიკე ერისთავის ქ. #2

ფუნქცია-მოვალეობები:

** წარმოებებს შორის კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა
** საწარმოო სიმძლავრეების გათვალისწინებით წარმოების ნორმების შემუშვება/დაცვა
** საწარმოო პროცესების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა და ოპტიმიზაცია
** წარმოების წარმადობის გაზრდაზე მუდმივი ზრუნვა
** კადრების სწავლება, განვითარება და უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფა
** წარმოების ხარისხის სტანდარტების შექმნა, მისი სწავლებისა და დანერგვის უზრუნველყოფა

ჩვენი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** 1 წელი სამუშაო გამოცდილება რელევანტურ თანამდებობაზე
** გუნდში მუშაობის უნარი
** შედეგზე ორიენტირება
** ხარისხის კონტროლი
** პროდუქტიულობა
** დროის მართვის უნარი
** დეტალებზე ორიენტირება
** პასუხისმგებლობა

კომპანია გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** დამატებითი თავისუფალი დღე (ე.წ day off)
** ბონუსური სისტემა KPI-ზე დაყრდნობით (წელიწადში ორჯერ)
** თიმბილდინგი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - vacancy@ltb.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "წარმოების მხარდაჭერის მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კომპანია ელთიბი-ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ელთიბის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

ელთიბი - კომპანია, სადაც შენი შესაძლებლობები ყოველდღე იცვლება!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |